https://sputnik-georgia.com/20221215/qartuli-ocneba-evroparlamentarebs-adanashaulebs-273067026.html
„ქართული ოცნება" ევროდეპუტატებს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნება" ევროდეპუტატებს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
კობახიძემ მიუღებელი უწოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაკავშირებას. 15.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-15T09:45+0400
2022-12-15T09:45+0400
2022-12-15T14:45+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_a8fd2184f061c5fff95e7693c6f68dd6.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებს, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევისგან.ასე გამოეხმაურა კობახიძე ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასა და მოწოდებებს სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ მკურნალობა. ზოგიერთმა დეპუტატმა 13 დეკემბერს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისიც კი განაცხადა, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.მან მიუღებელი უწოდა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაკავშირებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან.„მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს კონკრეტული ადამიანები, ცალკეული ევროპარლამენტარები სააკაშვილთან მიმართებით პასუხისმგებლობას გრძნობენ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.„თავისთვის დაიტოვონ არაფრის მომცემი სტატუსი“- კალაძემ ევროპარლამენტარებს უპასუხა>>>მისი თქმით, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა მშვიდობა, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, სამართლის უზენაესობა სამართლებრივ სახელმწიფოში.„ეს არის ნომერი პირველი. როცა ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავცვალოთ კანდიდატის სტატუსზე, ეს თავისთავად მიუღებელია. ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა... ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტარებს, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს. ეს ათი კაცი არ განასახიერებს ევროპას, რამეთუ ევროპა არის ღირებულებები“, – განაცხადა კობახიძემ.ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და თვითდაზიანებას ეწევა, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.სააკაშვილის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კატეგორიულად მოითხოვენ ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუკნიავიჩენე, დევიდ მაკალისტერი, რაფაელ გლუკსმანი, პიატრას აუშტრიავიჩუსი და სხვები.„ფარისევლობის კლასიკური მაგალითი“ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე>>>უფრო მეტიც, გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ სააკაშვილს პატიმრობისას რამე მოუვა, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „ასეთ შემთხვევაში დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპისგან შეგიძლიათ მიიღოთ", – აღნიშნა გლუკსმანმა.ევროპარლამენტში ლიბერალების მოძრაობის წარმომადგენელმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა, თავის მხრივ, სააკაშვილისადმი მოპყრობას არაადამიანური და არაცივილიზებული უწოდა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ „ჰუმანურობა უნდა აჩვენოს“. თუ მიშა სააკაშვილს რამე მოუვა, საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება, აღნიშნა აუშტრიავიჩუსმა.სააკაშვილის ადვოკატებმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.სასამართლომ საკითხის განხილვა უკვე მეორედ გადადო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.დაბრუნება და დაკავებასააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_279:218:2122:1600_1920x0_80_0_0_cc6d11954e63923bba06ea8f46ff9928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , ქართული ოცნება , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნება" ევროდეპუტატებს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებულ ჩარევაში ადანაშაულებს
09:45 15.12.2022 (განახლებულია: 14:45 15.12.2022) კობახიძემ მიუღებელი უწოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაკავშირებას.
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოუწოდებს ყველას, მათ შორის ევროპარლამენტის დეპუტატებს, თავი შეიკავონ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევისგან.
ასე გამოეხმაურა კობახიძე ევროპარლამენტის ზოგიერთი დეპუტატის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასა და მოწოდებებს სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რათა მან შეძლოს საზღვარგარეთ მკურნალობა. ზოგიერთმა დეპუტატმა 13 დეკემბერს ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე ისიც კი განაცხადა, რომ ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა.
„როდესაც ევროპარლამენტის დეპუტატები ცდილობენ საქართველოს მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის განხორციელებას, ეს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ევროპული ღირებულებების შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა კობახიძემ.
მან მიუღებელი უწოდა სააკაშვილის გათავისუფლების საკითხის დაკავშირებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან.
„მსგავსი განცხადებები, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს კონკრეტული ადამიანები, ცალკეული ევროპარლამენტარები სააკაშვილთან მიმართებით პასუხისმგებლობას გრძნობენ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა მისი ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს სააკაშვილის პატიმრობაზე“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ისეთ ღირებულებებზე, როგორიცაა მშვიდობა, სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, სამართლის უზენაესობა სამართლებრივ სახელმწიფოში.
„ეს არის ნომერი პირველი. როცა ვიღაცები ამბობენ, რომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავცვალოთ კანდიდატის სტატუსზე, ეს თავისთავად მიუღებელია. ეს არის ქართულ მართლმსაჯულებაში პოლიტიზებული ჩარევის კიდევ ერთი მცდელობა... ყველას მოვუწოდებ, მათ შორის ევროპარლამენტარებს, გაუფრთხილდნენ ევროპარლამენტს, როგორც ინსტიტუტს. ეს ათი კაცი არ განასახიერებს ევროპას, რამეთუ ევროპა არის ღირებულებები“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და თვითდაზიანებას ეწევა, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, თუ სააკაშვილი არ შეწყვეტს სიმულანტობას, სამინისტრო იძულებული იქნება, გამოაქვეყნოს ვიდეოჩანაწერები, რომლებზეც ჩანს, როგორ უშლის ექს-პრეზიდენტი ხელს ექიმებსა და სასამართლოს მუშაობაში.
სააკაშვილის გათავისუფლებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კატეგორიულად მოითხოვენ ევროდეპუტატები: სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონი, რასა იუკნიავიჩენე, დევიდ მაკალისტერი, რაფაელ გლუკსმანი, პიატრას აუშტრიავიჩუსი და სხვები.
უფრო მეტიც, გლუკსმანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი პირდაპირ უკავშირდება კანდიდატის სტატუსს. მისი თქმით, თუ სააკაშვილს პატიმრობისას რამე მოუვა, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. „ასეთ შემთხვევაში დაივიწყეთ ყველაფერი, რაც ევროპისგან შეგიძლიათ მიიღოთ", – აღნიშნა გლუკსმანმა.
ევროპარლამენტში ლიბერალების მოძრაობის წარმომადგენელმა პიატრას აუშტრიავიჩუსმა, თავის მხრივ, სააკაშვილისადმი მოპყრობას არაადამიანური და არაცივილიზებული უწოდა. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ „ჰუმანურობა უნდა აჩვენოს“. თუ მიშა სააკაშვილს რამე მოუვა, საქართველოსთვის ბევრი კარი დაიხურება, აღნიშნა აუშტრიავიჩუსმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა მსჯავრდებულისთვის სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს. მათი თქმით, საამისოდ არსებობს ყველა საფუძველი, კერძოდ, ექსპერტების სამედიცინო დასკვნა.
სასამართლომ საკითხის განხილვა უკვე მეორედ გადადო. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებული სააკაშვილისთვის სასჯელის შეცვლის საკითხზე 14 დეკემბერს დაგეგმილი სასამართლო პროცესი 22 დეკემბრამდე გადაიდო. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიხეილ სააკაშვილის დისტანციური ჩართვა უზრუნველყოს“.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.