https://sputnik-georgia.com/20221214/-------273053545.html
კალაძე: მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა
კალაძე: მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა
Sputnik საქართველო
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი. 14.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-14T16:39+0400
2022-12-14T16:39+0400
2022-12-14T21:21+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24716/99/247169918_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_3dacd5a198f18c76e7203e1b19669629.jpg
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად.როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი.დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს არსებული კონკრეტული პრობლემური კვანძების მოკლე დროში მოწესრიგება დაავალა.კალაძე: მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა>>>თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ კერძო ავტომობილების ზრდასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. მისი თქმით, 2017 წელს ქვეყანაში ავტომობილების მფლობელთა რაოდენობა დაახლოებით 31% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 48%-ს აღწევს.„საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 9%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს – 70%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კვირაში ხუთი ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის 8%, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება“, – აღნიშნა კალაძემ.მისი თქმით, 2012 წელს თბილისში სამუშაო დღეებში 250 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 380 ათასამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე პიკის საათებში დედაქალაქში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული და სწრაფი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდება, დასძინა დედაქალაქის მერმა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24716/99/247169918_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_5c8f5354e37f600e0e4f6eb66b580a79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: მელიქიშვილის გამზირზე სატრანსპორტო დერეფანი ამოქმედდა
16:39 14.12.2022 (განახლებულია: 21:21 14.12.2022) როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი.
თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. მელიქიშვილის გამზირზე ამოქმედდა სატრანსპორტო დერეფანი, სადაც 29 მარშრუტზე მგზავრებს 128 ავტობუსი და მიკროავტობუსი ემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისი თქმით, აღნიშნული დერეფნის ამოქმედება მნიშვნელოვანია ამ კვანძზე მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სწრაფად და შეუფერხებლად გადასაადგილებლად.
„რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს – სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ისინი ამ ხნის განმავლობაში რთულ პირობებში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ყოველივე ეს კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და ხელმისაწვდომი.
დედაქალაქის მერმა ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს არსებული კონკრეტული პრობლემური კვანძების მოკლე დროში მოწესრიგება დაავალა.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ კერძო ავტომობილების ზრდასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა. მისი თქმით, 2017 წელს ქვეყანაში ავტომობილების მფლობელთა რაოდენობა დაახლოებით 31% იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 48%-ს აღწევს.
„საშუალო წლიური ზრდა დაახლოებით 9%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში მივაღწევთ ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს – 70%-ს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში კვირაში ხუთი ან მეტი დღით ავტომობილს გამოიყენებს მოსახლეობის 8%, მაშინ, როდესაც საქართველოში აღნიშნული მონაცემი 92%-ს უტოლდება“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, 2012 წელს თბილისში სამუშაო დღეებში 250 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, 2017 წელს კი აღნიშნული მაჩვენებელი 380 ათასამდე გაიზარდა. ამ ეტაპზე პიკის საათებში დედაქალაქში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს და რაც შეიძლება ნაკლებმა გამოიყენოს კერძო ავტომობილი, განსაკუთრებით, სამუშაო დღეებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს მეტად კომფორტული და სწრაფი, წინააღმდეგ შემთხვევაში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქალაქში გადაადგილება შეუძლებელი გახდება, დასძინა დედაქალაქის მერმა.