https://sputnik-georgia.com/20221212/kaladze-meliqishvilis-gamziris-reabilitacia-dasrulda-272962709.html
კალაძე: მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
კალაძე: მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერის თქმით, მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T18:10+0400
2022-12-12T18:10+0400
2022-12-12T21:12+0400
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_601b70facc90894fc146b63f9e75e4e5.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივნისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ 6,5 მლნ ლარი გამოყო.პროექტის ფარგლებში მელიქიშვილის გამზირზე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი. გზის სავალ ნაწილზე გამოიცვალა ასფალტის საფარი.უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მელიქიშვილის გამზირზე ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისა და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემონტდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყო ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ასევე მოეწყო ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. დამონტაჟდა ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდა შშმ პირებისთვის.ამასთან, ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.როგორც კალაძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/04/260192008_36:0:1173:853_1920x0_80_0_0_a64427606b761e1694c9b842a7b6c73e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, საზოგადოება, ახალი ამბები
კალაძე: მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა
18:10 12.12.2022 (განახლებულია: 21:12 12.12.2022) დედაქალაქის მერის თქმით, მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში პეტრე მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება და კაპიტალური რემონტი დედაქალაქის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. 2019 წელს მუნიციპალიტეტმა უკვე განახორციელა ჭავჭავაძის გამზირის მასშტაბური რემონტი. ოთხეტაპიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებაზე ქალაქის ხელისუფლებას წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა.
„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად დასრულებულია. პროექტის ფარგლებში შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდა წყალარინებისა და წყლის სადრენაჟე სისტემები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დაიხაზა ზებრა-გადასასვლელები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. ეს მიდგომა სხვა გამზირებსა და ქუჩებზეც გაგრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
მელიქიშვილის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივნისს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერიამ 6,5 მლნ ლარი გამოყო.
პროექტის ფარგლებში მელიქიშვილის გამზირზე მოეწყო ახალი სანიაღვრე სისტემა, გარე განათების ახალი ქსელი. გზის სავალ ნაწილზე გამოიცვალა ასფალტის საფარი.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მელიქიშვილის გამზირზე ვარაზისხევიდან ჭოველიძის ქუჩამდე, ასევე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზისა და ვერის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემონტდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ახალი ქსელები, დამონტაჟდა თანამედროვე LED სანათები. გზის სავალი ნაწილიდან გამოიყო ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, ასევე მოეწყო ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. დამონტაჟდა ნარჩენშემკრები მიწისქვეშა ურნები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
ამასთან, ჰიდროიზოლაციის სამუშაოები ჩატარდა ფილარმონიის მიმდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში, ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდა ტროტუარი, გზის სავალ ნაწილზე კი სამფენიანი ასფალტის საფარი დაიგო.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად განხორციელდა.