Wizz Air რეგულარულ ფრენებს ხუთი ახალი მიმართულებით დაიწყებს

© photo: Sputnik / StringerWizzAir-ის თვითმფრინავი
WizzAir-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
2023 წლის ივნისისთვის „ვიზეარი“ ქუთაისიდან ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით იფრენს.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მომავალი წლის ივნისიდან ევროპის ხუთი ქალაქის მიმართულებით რეგულარულ რეისებს დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
უწყების ცნობით, „ვიზეარი“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებებით.

„Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე, ასევე შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ხუთივე ახალი მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში ორ-ორჯერ შესრულდება. ხოლო პარიზის, მილანის, პრაღისა და მემინგენზე არსებულ სიხშირეებს თითო სიხშირე დაემატება.
რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი ნოემბერში>>
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ავიაკომპანია 550 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიის ორი თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშია ბაზირებული. ამ ეტაპზე Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ პირდაპირ რეისებს 20-ზე მეტი მიმართულებით ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0