რამდენ მგზავრს მოემსახურა ქუთაისის აეროპორტი ნოემბერში

© Associations of Georgian airportsქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის ნოემბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადი თითქმის 100%-ით აღდგა, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
2022 წლის ნოემბრის თვეში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტით 71.746-მა მგზავრმა ისარგებლა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 72.032-ს შეადგენდა.

„ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში მგზავრთნაკადი სრულად აღდგა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომპანიის ინფორმაციით, 2022 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა იყო ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც.
გასულ თვეს აეროპორტში რეისები 7%-ით გაიზარდა და 268 რეისს მოემსახურა. 2019 წლის ნოემბერში კი 250 რეისი იყო შესრულებული.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა>>
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის ფარგლებში მოხდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. სადაც ბეტონის ფილები ყველაზე მეტად იყო დაზიანებული, მოხდა მათი დემონტაჟი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80 მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის 50 მმ სისქის საფარი გაკეთდა.
პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარს შეადგენდა, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0