როდის დაიწყება ზამთრის არდადეგები სკოლებში

© Sputnik / Alexander Imedashviliახალი წლის დღეები თბილისში
ახალი წლის დღეები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
ზამთრის არდადეგები ფორმალურად 15 იანვარს მთავრდება, მაგრამ რადგანაც ეს დღე კვირაა, განათლების სამინისტრომ სწავლის დაწყების თარიღად ორშაბათი, 16 იანვარი დაადგინა.
თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს სკოლებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართველოში ზამთრის არდადეგები 15 იანვრამდე გრძელდება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 15 იანვარი კვირა დღეა, შესაბამისად, სკოლებში სწავლა 16 იანვარს, ორშაბათს განახლდება.
რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებს, სკოლების მსგავსად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი აქაც 29 დეკემბრამდე გაგრძელდება და 16 იანვრიდან განახლდება.
კერძო სკოლები და საბავშვო ბაგა-ბაღები არდადეგების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტენ.
ყველა ახალი ამბავი
0