https://sputnik-georgia.com/20221213/ratom-sheiqmna-profunarebis-saagento-272981867.html
რატომ შეიქმნა საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტო?
რატომ შეიქმნა საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტო?
Sputnik საქართველო
2021 წელს დაფუძნებულ პროექტს განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო და ინოვაციური უწოდა. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T12:22+0400
2022-12-13T12:22+0400
2022-12-13T16:50+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269446364_81:257:1518:1066_1920x0_80_0_0_2653c46c5cc7114ae72fa8b0eea006cc.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს პროფესიული უნარების სააგენტოს წყალობით საქართველოში 150-მდე პროგრამა დაფინანსდა, ამ პროექტების განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორიც, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.აღნიშნული სააგენტოს საქმიანობა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეაჯამა.პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება წარმოადგენს. სააგენტოს მართვას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება ახორციელებს.როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ინოვაციური მოდელის დანერგვით, ახალი სტრატეგიითა და მიზნებით სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის.ჩხენკელის ინფორმაციით, 2022 წლიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესში ჩართული არიან უცხოელი პედაგოგები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და გაცვლითი პროგრამები, რომელიც გათვლილი იქნება როგორ სტუდენტებისთვის, ისე პროფდაწესებულებების მასწავლებლებისთვის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269446364_238:217:1371:1066_1920x0_80_0_0_8f78534a0730cc024cea6d7f08ab4313.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
რატომ შეიქმნა საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტო?
12:22 13.12.2022 (განახლებულია: 16:50 13.12.2022) 2021 წელს დაფუძნებულ პროექტს განათლების სამინისტრომ უპრეცედენტო და ინოვაციური უწოდა.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წელს პროფესიული უნარების სააგენტოს წყალობით საქართველოში 150-მდე პროგრამა დაფინანსდა, ამ პროექტების განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორიც, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.
აღნიშნული სააგენტოს საქმიანობა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეაჯამა.
„ჩვენი გუნდის პრიორიტეტია – პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და მასზე წვდომა ქვეყნის ყველა რეგიონში ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს ჰქონდეს. ამ მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, ინტენსიურად მუშაობს პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, – განაცხადა ჩხენკელმა.
პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წელს დაფუძნდა, რომლის მიზანს საქართველოს პროფესიული განათლების მოქნილი სისტემის განვითარება წარმოადგენს. სააგენტოს მართვას საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებელთა შვიდი მსხვილი გაერთიანება ახორციელებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ინოვაციური მოდელის დანერგვით, ახალი სტრატეგიითა და მიზნებით სრულიად შეიცვალა დამოკიდებულება უნარებისადმი, რაც მართლაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის განვითარებისთვის.
ჩხენკელის ინფორმაციით, 2022 წლიდან პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესში ჩართული არიან უცხოელი პედაგოგები, რაც პროფესიული განათლების საფეხურზე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთან, მალე ამოქმედდება უცხოური ენის ცენტრები და გაცვლითი პროგრამები, რომელიც გათვლილი იქნება როგორ სტუდენტებისთვის, ისე პროფდაწესებულებების მასწავლებლებისთვის.