https://sputnik-georgia.com/20221213/naxsirbadis-gadasaxadi-evrokavsiri-272980185.html
მექანიზმი შეთანხმებულია: ევროკავშირი იმპორტზე ნახშირბადის გადასახადს აწესებს
მექანიზმი შეთანხმებულია: ევროკავშირი იმპორტზე ნახშირბადის გადასახადს აწესებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ნახშირბადის კორექტირების მექანიზმზე (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM)... 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T11:29+0400
2022-12-13T11:29+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
ევროკომისია
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/19/268836781_0:123:3206:1926_1920x0_80_0_0_1603c426b40cc5ee7175698e6cea53fd.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ნახშირბადის კორექტირების მექანიზმზე (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM) წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზის გაფრქვევაზე საგადასახადო მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს.ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ იოზეფ სიკელას თქმით, აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირისთვის აუცილებელი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.CBAM საქონლის იმპორტს ხუთ სასაქონლო ჯგუფში დაარეგულირებს ევროკავშირის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. მათ შორისაა ფოლადი, ალუმინი, ცემენტი და სასუქები.წინასწარი შეთანხმების მიხედვით, CBAM მუშაობას 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. თავდაპირველად ნახშირბადოვანი კორექტირების მექანიზმი გამარტივებული წესით მოქმედებდა და მხოლოდ საანგარიშგებო მასალების მიმართ გამოიყენებოდა. მომავალი წლის ოქტომბრიდან, გამონაბოლქვის ნებართვების უფასო განაწილების გაუქმების პარალელურად, ევროკავშირი აპირებს ეტაპობრივად დანერგოს CBAM.ევროკომისიამ ნახშირბადის კორექტირების მექანიზმის შემოღების ინიციატივა 2021 წლის 14 ივლისს წამოაყენა. იმპორტირებულ პროდუქტებში შემავალი გამონაბოლქვის ფასი ევროპული კვოტებით ვაჭრობის სისტემაში (EU ETS) აუქციონებზე CO2-ის ღირებულების საფუძველზე დადგინდება. 2022 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ევროპული ნახშირბადის ფიუჩერსები 90 ევროზე მეტი ღირდა ერთ ტონა ნახშირბადზე.CBAM არის საბაჟო გადასახადის ანალოგი, რომელიც პროდუქციის წარმოებისას სათბური გაზების პირდაპირი გამოფრქვევების საფუძველზე გამოითვლება. აღნიშნულ მოსაკრებელს იხდის იმპორტიორი, რომელიც სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოში უნდა დარეგისტრირდეს, მიაწოდოს მას ინფორმაცია სათბურის გაზების ემისიების მოცულობის შესახებ და შეიძინოს CBAM სერტიფიკატები ემისიების დაფარვის მიზნით.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/19/268836781_475:0:3206:2048_1920x0_80_0_0_0e2ea6737fa920a87087d827ce352952.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , ევროკომისია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , ევროკომისია, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 დეკემბერი − Sputnik. ევროპარლამენტმა და ევროკავშირის ქვეყნებმა ნახშირბადის კორექტირების მექანიზმზე (Carbon Border Adjustment Mechanism, CBAM) წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გაზის გაფრქვევაზე საგადასახადო მოსაკრებლის დაწესებას ითვალისწინებს.
ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრ იოზეფ სიკელას თქმით, აღნიშნული მექანიზმი ევროკავშირისთვის აუცილებელი ნაბიჯია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
„ეს მექანიზმი ხელს უწყობს არა მარტო წევრი ქვეყნების საწარმოების მიერ საქონლის იმპორტს, არამედ ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებისაც, რომლებიც მაღალ კლიმატურ სტანდარტებთან შესაბამისობისკენ ისწრაფვიან. მექანიზმი უზრუნველყოფს დაბალანსებულ მიდგომას იმპორტისადმი და ჩვენს მსოფლიო პარტნიორებს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში მიიზიდავს“, − აღნიშნა სიკელამ.
CBAM საქონლის იმპორტს ხუთ სასაქონლო ჯგუფში დაარეგულირებს ევროკავშირის ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად. მათ შორისაა ფოლადი, ალუმინი, ცემენტი და სასუქები.
წინასწარი შეთანხმების მიხედვით, CBAM მუშაობას 2023 წლის ოქტომბრიდან დაიწყებს. თავდაპირველად ნახშირბადოვანი კორექტირების მექანიზმი გამარტივებული წესით მოქმედებდა და მხოლოდ საანგარიშგებო მასალების მიმართ გამოიყენებოდა. მომავალი წლის ოქტომბრიდან, გამონაბოლქვის ნებართვების უფასო განაწილების გაუქმების პარალელურად, ევროკავშირი აპირებს ეტაპობრივად დანერგოს CBAM.
ევროკომისიამ ნახშირბადის კორექტირების მექანიზმის შემოღების ინიციატივა 2021 წლის 14 ივლისს წამოაყენა. იმპორტირებულ პროდუქტებში შემავალი გამონაბოლქვის ფასი ევროპული კვოტებით ვაჭრობის სისტემაში (EU ETS) აუქციონებზე CO2-ის ღირებულების საფუძველზე დადგინდება. 2022 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ევროპული ნახშირბადის ფიუჩერსები 90 ევროზე მეტი ღირდა ერთ ტონა ნახშირბადზე.
CBAM არის საბაჟო გადასახადის ანალოგი, რომელიც პროდუქციის წარმოებისას სათბური გაზების პირდაპირი გამოფრქვევების საფუძველზე გამოითვლება. აღნიშნულ მოსაკრებელს იხდის იმპორტიორი, რომელიც სპეციალურ მარეგულირებელ ორგანოში უნდა დარეგისტრირდეს, მიაწოდოს მას ინფორმაცია სათბურის გაზების ემისიების მოცულობის შესახებ და შეიძინოს CBAM სერტიფიკატები ემისიების დაფარვის მიზნით.