„გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს

© courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
გამოწერა
ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი სასულიერო პირია.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებისთვის იბრძოლებს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში ოფიციალურად დარეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წევრების გაწვევა.
საუბარია ორგანიზაციაზე „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ლიდერებმა დაარეგისტრირეს 2017 წლის აპრილში. როგორც მაშინ ოპოზიციონერებმა განმარტეს, რომლებიც ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ გამოდიან, მათ ახალგაზრდების ჯარისგან გათავისუფლების ლეგალურ ხერხს მიაგნეს.

„ჩვენ დიდი ხანია ვითხოვდით ამას, რაც ავტომატურად გამოიწვევდა „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმებას. ყველაზე მნიშვნელოვანი აქ ეს თემაა – ტოვებს თუ არა სახელმწიფო ხალხის იძულებით ჯარში წაყვანის მექანიზმს და თუ ტოვებს, ჩვენ პასუხი იმით არ უნდა გავცეთ, რომ შევინარჩუნოთ „ბიბლიური თავისუფლება". ამაზე პასუხი უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა, რომელსაც ძალით სადმე წასვლა არ უნდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც უფრო ადრე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის მეშვეობით წელს სამხედრო სამსახურს თავი 12 ათასმა ადამიანმა აარიდა. მან არ დაასახელა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარება. არაა გამორიცხული, რომ საუბარია სწორედ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" - ელისაშვილი პრემიერის ინიციატივას მიესალმება>>
ქართული კანონმდებლობით, სამხედრო სამსახურში გაწვევა შეიძლება გადავადდეს, თუ ადამიანი არის სასულიერო პირი ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობს.
ამჟამად, ბურჭულაძის თქმით, საქართველოში სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების ბევრი ლეგალური საშუალებაა. თუმცა ეს აუცილებლად შეიცვლება, განაცხადა მინისტრმა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0