https://sputnik-georgia.com/20221213/es-rejimis-msxverplis-dacinvaa-papuasvili-saakasvilis-sesazlo-gatavisuflebaze-273005786.html
„ეს რეჟიმის მსხვერპლის დაცინვაა“ - პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე
„ეს რეჟიმის მსხვერპლის დაცინვაა“ - პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ ყველანაირად უჭერს მხარს, აღნიშნა პაპუაშვილმა. 13.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-13T18:24+0400
2022-12-13T18:24+0400
2022-12-13T22:23+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_0:0:1200:675_1920x0_80_0_0_925357f12ba35f69844f3688830757af.jpg
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი განაჩენისგან გათავისუფლების კამპანია მისი რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. სასჯელის გადავადების რეკომენდაცია გასცა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ, აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.კალაძე: სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი>>მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1b/263179797_58:0:1103:784_1920x0_80_0_0_d61b97bf70a6cde750aab304169c7c68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი
„ეს რეჟიმის მსხვერპლის დაცინვაა“ - პაპუაშვილი სააკაშვილის შესაძლო გათავისუფლებაზე
18:24 13.12.2022 (განახლებულია: 22:23 13.12.2022) საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ ყველანაირად უჭერს მხარს, აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანონიერი განაჩენისგან გათავისუფლების კამპანია მისი რეჟიმის მსხვერპლთა დაცინვაა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. სასჯელის გადავადების რეკომენდაცია გასცა ასევე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
„წარმომიდგენია, რას გრძნობენ მისი რეჟიმის მსხვერპლნი, მათი ოჯახები. პირდაპირი დაცინვაა, როდესაც ტანჯვა-წამებას გამოვლილი ოჯახები დღეს უყურებენ, თუ რამდენად ფართოა კამპანია, რომელიც პირდაპირ ემსახურება სააკაშვილის დახსნას კანონიერი სასჯელისგან", – განაცხადა პაპუაშვილმა.
ჩვენ ყველანაირად ვუწყობთ ხელს სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთ, აღნიშნა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ.
უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.