https://sputnik-georgia.com/20221212/kalaze-saakasvili-istoriasi-seva-rogorc-sisxliani-rejimis-dafuznebeli-272971046.html
კალაძე: სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი
კალაძე: სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი
Sputnik საქართველო
პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არ არის გამონაკლისი, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T20:50+0400
2022-12-12T20:50+0400
2022-12-12T22:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
კახა კალაძე
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673281_0:92:1281:812_1920x0_80_0_0_1a6d26406ee5c742b05f28099d33cc94.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კალაძემ აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი ან რაიმე ფორმით განსხვავებული, ყველა პატიმართან დაკავშირებით შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას, ზრუნავს პატიმრების ჯანმრთელობაზე“.ექსპერტების აზრით, საქართველოში მსჯავრდებულმა სააკაშვილმა გაიარა ყველა ხელმისაწვდომი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მრავალფუნქციურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა უარესდება. ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექცია და იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი არ იცავს ექიმების რეკომენდაციებს და, შესაბამისად, უარს აცხადებს მკურნალობაზე.როდის გაუმჯობესდება სააკაშვილის მდგომარეობა - წულუკიანის განმარტება >>1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იძლევა.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673281_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_3860c05b0774773fa025658102aad97d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში, კახა კალაძე , ქართული ოცნება
კალაძე: სააკაშვილი ისტორიაში შევა როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი
20:50 12.12.2022 (განახლებულია: 22:34 12.12.2022) პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება და, რა თქმა უნდა, სააკაშვილი არ არის გამონაკლისი, განაცხადა მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისტორიაში დარჩება, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
„ზოგადად, პოლიტიკოსებს პასუხისმგებლობა გვაქვს უფრო მეტი, რადგან გარკვეულ თანამდებობებზე ვართ და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც უბედურება შექმნა ქვეყანაში“, – განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, კალაძემ აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი ან რაიმე ფორმით განსხვავებული, ყველა პატიმართან დაკავშირებით შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას, ზრუნავს პატიმრების ჯანმრთელობაზე“.
ექსპერტების აზრით, საქართველოში მსჯავრდებულმა სააკაშვილმა გაიარა ყველა ხელმისაწვდომი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მრავალფუნქციურ კლინიკაში. მიუხედავად ამისა, პაციენტის მდგომარეობა უარესდება. ამასთან, კლინიკა „ვივამედის“ დირექცია და იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი არ იცავს ექიმების რეკომენდაციებს და, შესაბამისად, უარს აცხადებს მკურნალობაზე.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იძლევა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.