ქვრივიშვილი: საქართველოდან უფრო მეტი პირდაპირი რეისი შესრულდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
გამოწერა
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში გეგმავს ახალი მიმართულებების გახსნას ქვეყანაში მოქმედი აეროპორტებიდან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა.

„ძალიან დიდი და სასიხარულო სიახლით დავბრუნდებით და ეს სიახლე შეეხება ძალიან ბევრი ახალი, საინტერესო მიმართულების გახსნას ჩვენი საერთაშორისო აეროპორტებიდან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედზე“.

მისი თქმით, სამინისტრო დიდ დროს უთმობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან მუშაობას, რათა უზრუნველყოს მეტი პირდაპირი რეისი, განსაკუთრებით, ევროპის ქვეყნებთან.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პროგრესი აქვს.
ქართულ ავიაბაზარზე 2023 წლის ზაფხულიდან ახალი ავიაკომპანია შემოვა>>>
„მიუხედავად პანდემიისა, ყველაზე რთულ 2021 წელს და მიმდინარე წელს შევძელით და შემოვიყვანეთ არაერთი საერთაშორისო ავიაკომპანია. ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ გვაქვს უდიდესი პროგრესი, განსაკუთრებით, ევროპული მიმართულებით“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოდან პირდაპირი რეისები 26 ქვეყანაში ხორციელდება. მთლიანობაში საქართველოდან პირდაპირი რეისები მსოფლიოს 40 ქალაქში ხორციელდება. საერთაშორისო ფრენები ხელმისაწვდომია ქვეყნის სამი აეროპორტიდან.
სულ 2022 წლის 10 თვეში საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 3.716.700 მგზავრს, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 85%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით აღდგენის მაჩვენებელმა 81% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0