https://sputnik-georgia.com/20221212/qutaissi-parlamentis-senobasi-sesazloa-axali-it-habi-gantavsdes-272970415.html
ქუთაისში პარლამენტის შენობაში შესაძლოა ახალი IT-ჰაბი განთავსდეს
ქუთაისში პარლამენტის შენობაში შესაძლოა ახალი IT-ჰაბი განთავსდეს
Sputnik საქართველო
პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, განაცხადა პრემიერმა. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T20:29+0400
2022-12-12T20:29+0400
2022-12-12T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ქუთაისი
თანამედროვე ტექნოლოგიები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23553/13/235531335_0:29:2000:1154_1920x0_80_0_0_e5ab9d7d4ea08af9eb3edb97d52fb9c2.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ერთ-ერთი ებრაული კომპანია ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT-ჰაბის შექმნით დაინტერესდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქუთაისში პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი. საკანონმდებლო ორგანო თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.მისი თქმით, ახალი IT-ჰაბი მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხელს შეუწყობს მათ განვითარებაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.„რა თქმა უნდა, ქუთაისის უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროექტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.პარლამენტმა მუშაობა ქუთაისში 2012 წელს დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც მაშინდელი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მოხდა.2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების საკითხი.2017 წლის ბოლოს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი კანონი აღარ შეიცავს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს.მანამდე ცნობილი გახდა, რომ შენობაში შეიძლება განთავსდეს ან შსს-ს აკადემია, ან „112“-ის ოპერატიული მართვის ცენტრი.
საქართველო
ქუთაისი
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23553/13/235531335_193:0:1970:1333_1920x0_80_0_0_0b8b9a4cdf1c68e3facbf104a5d116c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ისრაელი
ახალი ამბები, საქართველო, ქუთაისი , თანამედროვე ტექნოლოგიები , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ისრაელი
ქუთაისში პარლამენტის შენობაში შესაძლოა ახალი IT-ჰაბი განთავსდეს
20:29 12.12.2022 (განახლებულია: 22:30 12.12.2022) პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. ერთ-ერთი ებრაული კომპანია ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT-ჰაბის შექმნით დაინტერესდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქუთაისში პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდ არის დარჩენილი. საკანონმდებლო ორგანო თბილისში 2019 წლის დასაწყისში დაბრუნდა.
„ჩვენი მიზანია იქ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ IT–მიმართულების განვითარებას. ვმუშაობთ ერთ ებრაულ კომპანიასთან, რომელმაც გამოთქვა სურვილი, რომ ქუთაისის პარლამენტის ბაზაზე შეიქმნას არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, არამედ ახალი IT-ჰაბი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ახალი IT-ჰაბი მოიზიდავს და დაასაქმებს ამ სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ხელს შეუწყობს მათ განვითარებაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
„რა თქმა უნდა, ქუთაისის უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროექტში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტმა მუშაობა ქუთაისში 2012 წელს დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც მაშინდელი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით მოხდა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში დაბრუნების საკითხი.
2017 წლის ბოლოს საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღეს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი კანონი აღარ შეიცავს ჩანაწერს იმის შესახებ, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა იყოს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ შენობაში შეიძლება განთავსდეს ან შსს-ს აკადემია, ან „112“-ის ოპერატიული მართვის ცენტრი.