https://sputnik-georgia.com/20221212/premier-ipirdapiri-ucxouri-investiciebi-gaormagda-272965580.html
პრემიერი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა
პრემიერი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა
Sputnik საქართველო
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T19:12+0400
2022-12-12T19:12+0400
2022-12-12T21:44+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_133:255:891:682_1920x0_80_0_0_cf6f5b9ae8c7bc89ac36f1b8671b6b9b.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რეგიონში არსებული ვითარების, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ევროპასა და მთელ მსოფლიოში რეცესიის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის გაორმაგდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით 101,7%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.მისი თქმით, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ საქართველოში არსებულ სიტუაციას – მშვიდობიან და სტაბილურ პერიოდს, გამჭვირვალობას. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, დასძინა პრემიერმა.„ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ზოგადად ბიზნესის, ინვესტორების მიმართ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.საინვესტიციო პოლიტიკამთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0c/272962332_212:266:766:682_1920x0_80_0_0_2ce55229374cacfb86dbd87679e04ff6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, ეკონომიკა
პრემიერი: საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაორმაგდა
19:12 12.12.2022 (განახლებულია: 21:44 12.12.2022) მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება.
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. რეგიონში არსებული ვითარების, უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და ევროპასა და მთელ მსოფლიოში რეცესიის მიუხედავად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა თითქმის გაორმაგდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის სამ კვარტალში, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარი–სექტემბერთან შედარებით 101,7%-ით გაიზარდა და 1,7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" ინფორმაციაში.
„წინა წელს თუ შევადარებთ, ეს თითქმის გაორმაგებაა. ასევე მინდა ვთქვა, რომ თუ შევადარებთ კორონავირუსის პერიოდამდე სიტუაციას, მაგალითად, 2019 წელს, პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 70%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ეს მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტორები კარგად ხედავენ საქართველოში არსებულ სიტუაციას – მშვიდობიან და სტაბილურ პერიოდს, გამჭვირვალობას. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ საქართველო, ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, არის მსოფლიოში პირველ ადგილზე, დასძინა პრემიერმა.
„ამით ყველაფერია ნათქვამი, თუ როგორი მთავრობა ჰყავს დღეს ქვეყანას, როგორი ხელისუფლება, როგორი პოლიტიკა გვაქვს ჩვენ ზოგადად ბიზნესის, ინვესტორების მიმართ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2019 წელთან შედარებით 57,2%-ით შემცირდა და 572 მლნ დოლარი შეადგინა.
უკვე 2021 წელს ინვესტიციების მოცულობა ორჯერ გაიზარდა და 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მხრივ ლიდერი პოზიციები ეკავათ ესპანეთს, დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, ჩინეთს, ნიდერლანდს და აშშ-ს.
მთავრობის ეკონომიკური პროგრამის თანახმად, ხელისუფლება პირობას დებს, რომ ქვეყნის საინვესტიციო პოლიტიკის ფორმირება თავიდან მოხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აგრესიულ პოლიტიკაზე გადავა, ქვეყანა ახლებურ პოზიციონირებას აპირებს.
ამასთან, გაძლიერდება საინვესტიციო საქმიანობის კოორდინაციის მექანიზმები როგორც ცენტრალურ სახელმწიფო ორგანოებთან, ისე ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
გარდა ამისა, მიიღებენ კანონს „მეწარმეთა შესახებ", რომელიც შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და პრაქტიკულად ახალ სივრცეს გაუხსნის ქართული და ევროპული ბიზნეს-ოპერატორების თანამშრომლობას. მათ შორის გამარტივდება ერთობლივი საწარმოების შექმნის პროცესი და გაიზრდება საქართველოში ახალი ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვის შესაძლებლობა.
კონკურენტული და საქმიანი გარემოს შექმნის მიზნით სახელმწიფო ეტაპობრივად უარს იტყვის ეკონომიკის იმ სექტორებზე, რომლებსაც დამოუკიდებელი ფუნქციონირებისა და განვითარების პოტენციალი ექნებათ.