https://sputnik-georgia.com/20221211/saqartvelos-cixeebsi-patimrebistvis-pirobebis-gaumjobeseba-igegmeba-272931692.html
საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესება იგეგმება
საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესება იგეგმება
Sputnik საქართველო
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება. 11.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-11T17:13+0400
2022-12-11T17:13+0400
2022-12-11T17:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
სოციალური სფერო საქართველოში
ადამიანის უფლებები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553600_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f7b0d2af113fbe191692768c78724fde.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც უმჯობესდება პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის.კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრიდან ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი.ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება.რამდენი პატიმარია საქართველოში – ბოლო მონაცემები >>კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია პატიმართა კვებაზეც. პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამჟამად ყოველდღიურად განსაზღვრული კვების რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი.ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553600_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_2c48c57a4ef2183c67bdcbf0f3b6c305.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, სოციალური სფერო საქართველოში, ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს ციხეებში პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესება იგეგმება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი გადაუგზავნა, რომლის მიხედვითაც უმჯობესდება პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის.
კერძოდ, 2026 წლის 1 იანვრიდან ბრალდებულებისთვის საცხოვრებელი ფართის გაზრდა იგეგმება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი.
ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რადიომიმღებისა და ტელევიზორის შეძენას დირექტორის სპეციალური თანხმობა აღარ დასჭირდება.
კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება, ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კანონპროექტში საუბარია პატიმართა კვებაზეც. პროექტში აღნიშნულია, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამჟამად ყოველდღიურად განსაზღვრული კვების რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი.
ამასთან, საკანონმდებლო პაკეტში საუბარია განათლების უფლებაზეც. კანონპროექტის მიხედვით, ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა.