სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის დამფუძნებელი დააჯილდოვა

© press-service of the President of Georgiaსალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის დამფუძნებელი დააჯილდოვა
სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრის დამფუძნებელი დააჯილდოვა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
გამოწერა
ჯილდო გადაეცა ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინკლუზიური თეატრ „კონტაქტის“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
„როცა ჩვენ ვუყურებთ ამ ახალგაზრდებთან ერთად მიღწეულ თქვენს ასეთ შედეგებს, ვხედავთ რომ თვითონ არიან შემოქმედებითი პირები და ჩვენც მათთან ერთად ამ უდიდეს სიამოვნებას ვიღებთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში საზოგადოების ყველა წევრის უფლებები უნდა იყოს დაცული.
ზურაბიშვილმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის დააჯილდოვა. საღამოს თეატრმა ორბელიანის სასახლეში თავისი სპექტაკლი წარადგინა.
© press-service of the President of Georgiaსცენა ინკლუზიური თეატრის სპექტაკლიდან
Сцена из спектакля инклюзивного театра Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
სცენა ინკლუზიური თეატრის სპექტაკლიდან
თეატრის დამფუძნებლის, გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისთვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია.
„ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, – განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.
© press-service of the President of Georgiaსცენა ინკლუზიური თეატრის სპექტაკლიდან
Сцена из спектакля инклюзивного театра Грузии - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2022
სცენა ინკლუზიური თეატრის სპექტაკლიდან
ირინა კოხრეიძემ და გიორგი მიქაბერიძემ ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს შექმნეს და ახლა მაყურებელს მეშვიდე საავტორო დადგმა წარადგინეს.
ყველა ახალი ამბავი
0