https://sputnik-georgia.com/20221211/mkvleloba-guriasi-policiam-67-wlis-mamakaci-daakava-272932170.html
მკვლელობა გურიაში: პოლიციამ 67 წლის მამაკაცი დააკავა
მკვლელობა გურიაში: პოლიციამ 67 წლის მამაკაცი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 11.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-11T18:29+0400
2022-12-11T18:29+0400
2022-12-11T18:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გურია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_231:581:2837:2047_1920x0_80_0_0_99479aceb7b6cd975c0ca1cb92b354d4.jpg
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 67 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში გუშინ, 10 დეკემბერს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 47 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წყარო - შსს
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613595_419:571:2387:2047_1920x0_80_0_0_2905cdd55c52d7a9016563dafe457ece.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გურია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გურია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
მკვლელობა გურიაში: პოლიციამ 67 წლის მამაკაცი დააკავა
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 67 წლის მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში გუშინ, 10 დეკემბერს მოხდა. გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა 47 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი მომხდარიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.