https://sputnik-georgia.com/20221210/ra-sakitxebze-imsjela-mtavrobis-ekonomikurma-sabwom-272906284.html
რა საკითხებზე იმსჯელა მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ
რა საკითხებზე იმსჯელა მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. 10.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-10T17:16+0400
2022-12-10T17:16+0400
2022-12-10T17:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_0:34:3078:1765_1920x0_80_0_0_922ffdf60a024314b06c0b7ea1f79dfc.jpg
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.ეკონომიკური საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.საქართველოდან ექსპორტზე მანდარინის პირველი პარტია გავიდა >>განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები.იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.წყარო - მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264708415_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_59164ede48d19bcb654db0aeb40cd98e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა
რა საკითხებზე იმსჯელა მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე ეკონომიკური საბჭოს წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე იმსჯელეს.
ეკონომიკური საბჭოს სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.
სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.
განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები.
იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტული სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის.