ჩხენკელმა იტალიელ კოლეგასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობა განიხილა

© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
გამოწერა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება
თბილისი, 10 დეკემბერი - Sputnik. საქართველოსა და იტალიის განათლების სამინისტროები მზად არიან ითანამშრომლონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, ნათქვამია საქართველოს სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სამუშაო ვიზიტით რომში იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრთან ჯუზეპე ვალდიტარასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ქვეყნებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
Министр образования и науки Грузии Михаил Чхенкели и министр образования Итальянской Республики Джузеппе Вальдитара - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს თანადგომა მნიშვნელოვანია „ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნების მიმართულებით“.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და იტალიას შორის საგანმანათლებლო კავშირების გაძლიერებას.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საქართველოსა და იტალიას მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც განათლების ყველა საფეხურზე არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.
© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
Министр образования и науки Грузии Михаил Чхенкели и министр образования Итальянской Республики Джузеппе Вальдитара - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების პროგრამა და აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს პროგრამის გაფართოებაზე მუშაობას.
მისი თქმით, მიმდინარე წელს სამინისტროსა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, 2022 წლის იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ჩატარდა, რომლის დაჯილდოების ცერემონიაზე გამარჯვებულ პედაგოგებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
თავის მხრივ, იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას – მისი თქმით, ევროპისკენ მიმავალ გზაზე იტალია საქართველოს დიდი გულშემატკივარია. ჯუზეპე ვალდიტარამ გულითადი მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა – მინისტრები საქართველოსა და იტალიის სკოლებს შორის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ შეთანხმდნენ.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა ჯუზეპე ვალდიტარას საქართველოს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტების – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის ცენტრის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.
© Ministry of Education and Science of Georgiaსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
Министр образования и науки Грузии Михаил Чхенкели и министр образования Итальянской Республики Джузеппе Вальдитара - Sputnik საქართველო, 1920, 10.12.2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და იტალიის რესპუბლიკის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ იტალიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პროდუქტიული შეხვედრა გამართა რომის საპიენცას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან, რა დროსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად აკადემიური პროგრამების განხორციელებისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მინისტრის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს როგორც რომის საპიენცას უნივერსიტეტთან, ასევე იტალიის სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ის ფარგლებში, ქართველ და იტალიელ მეცნიერებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს და განაცხადეს, რომ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელება ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის დასასრულს მიხეილ ჩხენკელმა იტალიის განათლების მინისტრი ჯუზეპე ვალდიტარა საქართველოში მოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0