ხალხური რწმენა და პლანეტის ყველაზე იდუმალი ცხოველი, ანუ თუ თქვენი კატა...

© Pixabay / ThePixelmanმუსიკა ქუჩაში
მუსიკა ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
კატა ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ცხოველია პლანეტაზე, იმდენად იდუმალი, რომ შუა საუკუნეებში კიდეც ეშინოდათ მათი.
ადამიანებში ფესვგადგმული რწმენით, კატა მაგიური ცხოველია და სწორედ ამ მაგიის წყალობით იცავს იმქვეყნიური სამყაროს წარმომადგენლებისა და ასტრალური სხეულებისგან იმ სახლს, სადაც ბინადრობს.
კატა იშვიათად აკეთებს რამეს ისე, უბრალოდ. მის ნებისმიერ მოქმედებას აუცილებლად აქვს მხოლოდ კატისთვის გასაგები საფუძველი და მიზეზი. თუ გაინტერესებთ, რატომ იქცევა თქვენი ფისო ხანდახან უცნაურად და თქვენთვის გაუგებრად, ეს პუბლიკაცია უნდა წაიკითხოთ. რა იცით, იქნებ რა მნიშვნელოვანს გეუბნებათ იგი?
მაშ ასე, ძველების რწმენით:
თუ კატა დიდხანს აკვირდება რაღაც თქვენთვის უხილავს, ე.ი. მან მოჩვენება შენიშნა და ახლა მისი არსის ამოცნობას ცდილობს. ანუ ერკვევა, რამდენად საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს „სტუმარი“.
თუ კატამ მოულოდნელად აიშალა ბეწვი და ოჯახის რომელიმე წევრს ბრაზიანი სისინი დაუწყო, ე.ი. ამ უკანასკნელმა შინ ნეგატიური ენერგია მოიტანა. შესაბამისად, კატის გაბრაზების ობიექტმა აუცილებლად უნდა გადაივლოს წყალი და გარეცხოს სამოსი, რომელიც აცვია. თუ იმ დღეს ვინმემ რამე გაჩუქათ ან გათხოვათ, იცოდეთ, რომ თქვენი ფისო იმ ნივთის მყიდველ-მჩუქნელის ბოროტ განზრახვას ხედავს.
თუ კატამ უარი თქვა ჩვეულ საჭმელსა და თამაშზე, დაფიქრდით, ხომ არ გყავთ შინ სტუმრად ადამიანი, რომელიც მას არ მოსწონს; ან ისეთი ნივთი, რომელიც თქვენთან „ცუდი თვალის“ ადამიანისგან მოხვდა.
თუ კატა თქვენგან წავიდა (ხშირად ასეც ხდება), ე.ი. ან ნეგატიური ენერგია გაიტანა თქვენი სახლიდან, ან უბრალოდ ვერ გაუმკლავდა სულს, რომელიც თქვენთან დაბინავდა. ამიტომ კარგი იქნება, თუ ასეთ შემთხვევაში ენერგეტიკულად გაწმენდთ საცხოვრებელს.
თუ კატა თქვენთან თავისით მოვიდა და მოგეკედლათ, ე.ი. ან ოჯახის რომელიმე წევრს ემუქრება საფრთხე, ან უბრალოდ სახლს ცვლილებები სჭირდება. კატა შესაძლოა ასევე თავისით „შემოგისახლდეთ“, თუ ცოტას იღიმებით, გულდახურული ხართ და ნაკლებად ურთიერთობთ ადამიანებთან, რათა თავისი ალერსითა და მხიარული თამაშით სიცოცხლის ხალისი მოგანიჭოთ.
კატა ხშირად ეკედლება ქალებს, ვინაიდან ის კარგად გრძნობს მათ ენერგეტიკას. ხოლო თუ ქალი ყველაფერთან ერთად დეპრესიაშიც არის (ვთქვათ, მძიმე განშორების შემდეგ), კატას მით უმეტეს აქვს მიზეზი მასთან დასაბინავებლად, რათა დაამშვიდოს და გუნება გამოუკეთოს. და თუ პატრონი უცბად საკუთარ მტკივნელ წარსულზე დაფიქრდება, კატამ შეიძლება კიდეც უკბინოს ან დაჩხაპნოს ის, რათა „ჭკუაზე მოიყვანოს“ დედობილი.
გარდა ამისა:
კატების პატრონები ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც შინ ფისო მიიყვანეს, არაჩვეულებრივად სძინავთ. და, მართლაც, კატა უცნაურად უწყობს ხელს სრულ მოდუნებასა და ღრმა ძილში წასვლას.
დამტკიცებულია, რომ კატის კრუტუნი სასიკეთო გავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ამშვიდებს და აშოშმინებს მას. სწორედ ამიტომ ურჩევენ ფსიქოლოგები კატის ყოლას ნევროზებითა და დეპრესიით შეპყრობილ პაციენტებს.
ფისოებთან თამაში, მათზე ზრუნვა თუ ძილი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს განწყობას, არეგულირებს სისხლის წნევას და ააქტიურებს თავის ტვინის მუშაობას.
მეცნიერების თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ კატების პატრონებს 30%-ით ნაკლებად ემართებათ გულის შეტევა, ვინაიდან ეს ცხოველი უკიდურესად სასიკეთო გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს რა სტრესის გავლენას ორგანიზმზე.
იმ ფაქტზე, რომ კატას ადამიანის განკურნება შეუძლია, ჯერ კიდევ უძველეს დროში ლაპარაკობდნენ, მაგრამ ეს თერაპიული ეფექტი ოფიციალურად მხოლოდ გასული საუკუნის შუა ხანებში დადასტურდა, როდესაც ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა სპეციალიზებულ კლინიკებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების სამკურნალოდ ზოოთერაპიული სეანსების ჩატარება დაიწყეს. მერე კი ლონდონელმა სწავლულებმა ისიც დაამტკიცეს, რომ კატის მიერ გენერირებული მიკროდენები კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე.
თუ გაინტერესებთ, რა დაავადებების მკურნალობა შენიშნეს კატებს მეცნიერებმა, მიჰყევით ბმულს>>
ყველა ახალი ამბავი
0