ვენეციის კომისია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადაა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiyბრიუსელი. ევროკავშირის დროშები
ბრიუსელი. ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
საქართველოს წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი მომავალ წელს საქართველოში მოიწვია.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა კლერ ბაზი მალორმა დაადასტურა, რომ მზადაა საქართველოსთან თანამშრომლობა გააღრმავოს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა მალორის შეხვედრაზე საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან ევროპის საბჭოში თამარ ტალიაშვილთან.
შეხვედრაზე ტალიაშვილმა აღნიშნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქართული სამართლებრივი სისტემის განვითარების კუთხით ვენეციის კომისიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით უკვე მიღწეულ შედეგებს, განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმებსა და მიმდინარე სამუშაოს.

„ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და მიესალმა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში ვენეციის კომისიასთან არსებულ აქტიურ თანამშრომლობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ტალიაშვილმა მალორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, მას წარმატებები უსურვა და მომავალ წელს საქართველოში მოიწვია.
საქართველომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარი ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა>>
ევროპულმა საბჭომ მიმდინარე წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, თუ 12 პირობა შესრულდება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0