https://sputnik-georgia.com/20221201/saqartvelom-deoligarqizaciis-sesaxeb-kanonis-sakutari-versia-veneciis-komisias-gaugzavna-272646641.html
საქართველომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარი ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა
საქართველომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარი ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა
Sputnik საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დასკვნა ქართულ კანონპროექტზე უახლოეს მომავალში იქნება მიღებული. 01.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-01T23:41+0400
2022-12-01T23:41+0400
2022-12-01T23:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიაში შეკითხვა მას შემდეგ გაგზავნა, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ურჩიეს, დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე ორი მოსმენით მიღებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართულ კანონპროექტზე.ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ დასკვნა ქართულ კანონპროექტზე უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტს არ განიხილავენ მესამე, საბოლოო მოსმენით მანამდე, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.ოპოზიცია, რომელიც კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო, კმაყოფილია, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.ამავე დროს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა კომისიას კანონის მათ მიერ შემუშავებული ვარიანტიც გაუგზავნოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში
საქართველომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის საკუთარი ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ დასკვნა ქართულ კანონპროექტზე უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიას გაუგზავნა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა ვენეციის კომისიაში შეკითხვა მას შემდეგ გაგზავნა, რაც ჯერ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ, ხოლო შემდეგ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ხელისუფლებას ურჩიეს, დალოდებოდნენ ვენეციის კომისიის დასკვნას უკვე ორი მოსმენით მიღებულ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ქართულ კანონპროექტზე.
„დღეს ჩემმა კაბინეტმა უკვე გადააგზავნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ პროექტის ინგლისური ვერსია ვენეციის კომისიაში, თხოვნით, რომ ერთობლივი დასკვნა მოგვაწოდონ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.
ამასთან მან იმედი გამოთქვა, რომ დასკვნა ქართულ კანონპროექტზე უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.
„უკრაინის შემთხვევაში ვხედავთ, რომ ერთ წელიწადზე მეტი დრო დასჭირდა ვენეციის კომისიას და ჯერჯერობით არ არის დასკვნა, ახლა იმავე ტექსტთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, იმედია, უფრო მალე იქნება პასუხი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
დეოლიგარქიზაცია 12-დან ერთ-ერთი პირობაა, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტმა უკვე ორი მოსმენით მიიღო. ამ ეტაპზე საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტს არ განიხილავენ მესამე, საბოლოო მოსმენით მანამდე, სანამ არ იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა.
ოპოზიცია, რომელიც კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი იყო, კმაყოფილია, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.
ამავე დროს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები მოითხოვენ, რომ პარლამენტმა კომისიას კანონის მათ მიერ შემუშავებული ვარიანტიც გაუგზავნოს.