1 მლნ ლარზე მეტ გადასახადს თავი აარიდა: ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს

© photo: Sputnikშემოსავლების სამსახურის ავტომობილი
შემოსავლების სამსახურის ავტომობილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აჭარის რეგიონში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით 2016-2019 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1.199.261 ლარის გადახდას.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0