https://sputnik-georgia.com/20221209/deputati-saakasvilis-sasjelis-gadavadebaze-272880733.html
„დიდად პერსპექტიული არ არის“ - დეპუტატი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე
„დიდად პერსპექტიული არ არის“ - დეპუტატი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე
Sputnik საქართველო
ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს, განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T17:51+0400
2022-12-09T17:51+0400
2022-12-09T21:24+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება დიდად პერსპექტიული არაა, თუმცა გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის გადაიტანეს. გადაწყვეტილება სხდომის გადატანის შესახებ მსჯავრდებულის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.სარჯველაძის აზრით, ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს, რადგან პირველ რიგში სამართლებრივი საკითხია.საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი აზრით, ადასტურებს, რომ აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადახედვა. დოკუმენტებს შორისაა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნა.სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაცია გასცა ომბუდსმენმაც. ნინო ლომჯარიამ ამის შესახებ უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, მალევე მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა.სააკაშვილი სასამართლოში არ გამოცხადდა - სხდომა გადაიდო>>ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.რატი ბრეგაძე: სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმში მოქმედებს>>სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები
„დიდად პერსპექტიული არ არის“ - დეპუტატი სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე
17:51 09.12.2022 (განახლებულია: 21:24 09.12.2022) ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს, განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება დიდად პერსპექტიული არაა, თუმცა გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს სასჯელის გაუქმების ან გადავადების შუამდგომლობით 1 დეკემბერს მიმართეს. დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომა 14 დეკემბრისთვის გადაიტანეს. გადაწყვეტილება სხდომის გადატანის შესახებ მსჯავრდებულის დისტანციურად ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიიღო.
სარჯველაძის აზრით, ეს საკითხი პოლიტიკური შეფასებების საგანი არ უნდა იყოს, რადგან პირველ რიგში სამართლებრივი საკითხია.
„სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამ თვალსაზრისითაც არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა სწორი შეხედულება ჩამოვიყალიბოთ. დიაგნოზებისა და დაავადებების სიმრავლე არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს. ამას სჭირდება კარგად შეფასება“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილის ადვოკატებმა სასამართლოს წარუდგინეს დოკუმენტები, რომლებიც, მათი აზრით, ადასტურებს, რომ აუცილებელია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადახედვა. დოკუმენტებს შორისაა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ სამედიცინო დასკვნა.
სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაცია გასცა ომბუდსმენმაც. ნინო ლომჯარიამ ამის შესახებ უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე განაცხადა, მალევე მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნა გამოქვეყნდა.
ექიმთა კონსილიუმის დასკვნაში ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა 1 დეკემბერს გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.