მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის დახმარებისთვის: ევროკავშირი ირანს დამატებით სანქციებს დაუწესებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.12.2022
გამოწერა
თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციების სიის გაფართოებას გეგმავს რუსეთისთვის გაწეული სამხედრო დახმარებისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობისთვის, იუწყება სააგენტო Bloomberg.

„ირანში პროტესტების ჩახშობის გამო 21 ფიზიკურ და იურიდიულ პირს ევროკავშირში შესვლა აეკრძალება, ამასთან გაიყინება მათი აქტივები. გარდა ამისა, ევროკავშირი წარმოადგენს ათკაციან სიას, რომლებსაც რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებული დრონების მიწოდებასთან აქვთ კავშირი“, – წერს სააგენტო ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით.

გავრცელებული ცნობით, ევროკავშირი ირანის საწინააღმდეგო რესტრიქციების შესახებ 12 დეკემბერს გამოაცხადებს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.
ამასთან „ბლუმბერგის“ წყარო ვარაუდობს, რომ ანტიირანული სანქციების დაწესებას შესაძლოა ევროკავშირის ზოგმა წევრმა წინააღმდეგობა გაუწიოს.
დასავლეთის ქვეყნები ამტკიცებენ, რომ რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს, რასაც მოსკოვიც და თეირანიც კატეგორიულად უარყოფენ. რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერის მარია ზახაროვას თქმით, ამერიკულ მედიასაშუალებებში საბრძოლო დრონების შესყიდვების თემა ხელოვნურად წამოიწია ირანზე ზეწოლის მოსახდენად. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა კი აღნიშნა, რომ მოსკოვი უკრაინაში მხოლოდ რუსულ ტექნიკას იყენებს.
რაც შეეხება ირანს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანმა ნოემბრის დასაწყისში აღიარა, რომ თეირანმა მოსკოვს ნამდვილად მიაწოდა მცირე რაოდენობით დრონები, თუმცა ეს უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0