თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 9 დეკემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:ზემო ვეძისის დასახლების (ნაწილობრივ), შალვა ნუცუბიძის, დგებუაძის, ინტენსიფიკაციის, ივანე ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, ნიკოლოზ დგებუაძის, ერისთავის, ივანე გვარამაძის, ლეო კვაჭაძის და ლევან ჩარკვიანის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ანა პოლიტკოვსკაიას, ვიქტორ დოლიძის, ზაურ ბოლქვაძის, კოსტავას, ნიკოლოზ ჩაჩავას, კატო მიქელაძის, ლაშხიას და დიღმის წყლის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინტენსიფიკაციის და ტოგო გუდავას ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნიკო კეცხოველის, ქერჩის და დავით ჯაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გელა ჭედიას, დავით სარაჯიშვილის, შუშის, წყალსადენის, ლაზოს, მონასტრის, ტაძრის, ელვერ კუპატაძის და ალექსანდრე წერეთელის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, III, VI კვარტლების (ნაწილობრივ), მიქელაძის და ბორის პაიჭაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის და ვაკის რაიონები
01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ინგოროყვას, სულხან საბას, ზეინაბ ბოცვაძის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის, ირაკლი აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), კალოუბნის, რომანოზ ხომლელის, ჯავახეთის და ზურაბ აბულაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ხერხეულიძის, ბოროდინის, ფაღავას, ახმეტის, ლადო მესხიშვილის, ნიკოლოზ იზაშვილის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, წურწუმიას, ქურხულის, სევანის, ბადიაურის, ნასაკირალის, გონაშვილის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, თელავის, მარტყოფის, დედოფლისწყაროს და ცისკრის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კაკაბეთის, წალენჯიხის, სერგი ჯიქიას, კოპცოვის, მესხეთის, ტატიშვილის, ხარაბაძის, ბუკისციხის, კონსტანტინე ანდრონიკაშვილის, იორის, მეტეხის, რუისის, ფერიცვალების, ჩეხოვის, მეფე სოლომონ ბრძენის, ისნის, ღვინის აღმართის, ურბნისის და დუტუ მეგრელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის, ჭყონდიდელის და მექანიზაციის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0