როგორი იქნება თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
მომავალი წლის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა მიმართული იქნება მშენებლობაზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და განვითარებაზე, განაცხადა დედაქალაქის მერმა.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი უკვე გადაეგზავნა საკრებულოს და მისი ოდენობა 1,6 მილიარდ ლარს აჭარბებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ბიუჯეტის ძირითად თანხას დაემატება ტრანსფერი ფინანსთა სამინისტროდან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების კრედიტი. სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაზე სულ 1,7 მლრდ ლარზე მეტი გამოიყოფა.

„2022 წელს ეს თანხა შეადგენდა 1,56 მლრდ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში 2023 წლის ბიუჯეტი იქნება 1,768 მლრდ ლარი“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა – 530 მლნ ლარი მოხმარდება მშენებლობას, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენასა და განვითარებას. ასევე იგეგმება რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია.
ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას მოხმარდება 243 მლნ ლარი, ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას – 211 მლნ ლარი.
„ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება, რომლისთვისაც გამოყოფილია დაახლოებით 500 მლნ ლარი“, – აღნიშნა მერმა.
ამას გარდა, 2023 წელს მერია გეგმავს 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შესყიდვას, ასევე წერეთლის გამზირის, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების სრულ რემონტს.
ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა - მესამე პროექტი საბურთალოზე განხორციელდება>>
ასევე მომავალ წელს გარემონტდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანისა და პირველი რესპუბლიკის პარკები. სამგორისა და ისნის რაიონებში განახლდება რეკრეაციული ზონები, ხოლო სამგორში ახალი პარკი მოეწყობა.
კალაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტში აგრეთვე გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რემონტი, მიწისქვეშა გადასასვლელების მოწყობა კახეთის გზატკეცილზე და ტექნიკის შეძენა დასუფთავების სამსახურის „თბილსერვის ჯგუფისთვის“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0