https://sputnik-georgia.com/20221208/saakasvilis-sasjelis-gadavadebis-saqmeze-sasamartlo-sxdoma-sesazloa-klinikasi-gaimartos-272844389.html
სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა კლინიკაში გაიმართოს
სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა კლინიკაში გაიმართოს
Sputnik საქართველო
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით... 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T23:31+0400
2022-12-08T23:31+0400
2022-12-08T23:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_debbc5e2fd604485394e6a1d9121cffc.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა გაიმართოს კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის მკურნალობას გადის, ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.მანამდე თავად საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, დაესწროს სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართება.მისი თქმით, კლინიკაში სასამართლოს ჩატარების პრაქტიკა არსებობს.1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იძლევა.მიხეილ სააკაშვილმა სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა >>საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.მანამდე გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.ექსპერტების თქმით, პაციენტმა საქართველოში გაიარა ყველა არსებული ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მულტიდისციპლინურ კლინიკაში. ამის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.რამ იმოქმედა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? „ვივამედის“ დირექტორის განმარტება >>კლინიკა „ვივამედის“ დირექცია და იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ასრულებს და, შესაბამისად, მკურნალობაზე უარს აცხადებს.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262059019_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_0755f82bcf02588148a1538b022a2c54.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა კლინიკაში გაიმართოს
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა შესაძლოა გაიმართოს კლინიკა „ვივამედში“, სადაც ის მკურნალობას გადის, ამის შესახებ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მანამდე თავად საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, დაესწროს სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს გაიმართება.
„პროცესის გადადებას ჩვენ არ ვაპირებთ, პირიქით, რამდენიმე შუამდგომლობის დაყენებას ვაპირებთ. პირველი, ეს არის სასჯელის მოხდის ან გადავადების დასაბუთება, მეორე, ჩვენ მიერ როგორც "ვივამედიდან", ისე სხვადასხვა უწყებებიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, რომელზეც პასუხები არ მიგვიღია. მესამე ინიციატივა იქნება, რომ თუ მოსვლას ვერ შეძლებს, ან ვიზუალურად ჩაერთოს ან კლინიკა „ვივამედში" ჩატარდეს პროცესი",-განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, კლინიკაში სასამართლოს ჩატარების პრაქტიკა არსებობს.
„თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე დასწრებას ან „ვივამედიდან" არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობით, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
1 დეკემბერს ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა. გარდა ამისა, ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების რეკომენდაციას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იძლევა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
მანამდე გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესდა და ამ ეტაპზე ფასდება როგორც „მძიმე“. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მიმდინარე მკურნალობა შედეგს არ იძლევა.
ექსპერტების თქმით, პაციენტმა საქართველოში გაიარა ყველა არსებული ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული კვლევა და მკურნალობა რამდენიმე მულტიდისციპლინურ კლინიკაში. ამის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
კლინიკა „ვივამედის“ დირექცია და იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავენ, რომ სააკაშვილი ექიმების რეკომენდაციებს არ ასრულებს და, შესაბამისად, მკურნალობაზე უარს აცხადებს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.