https://sputnik-georgia.com/20221208/meria-ukanono-msheneblobebis-winaagmdeg-brzolas-agrzelebs-272835773.html
თბილისის მერია უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
თბილისის მერია უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებისა და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება. 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T17:36+0400
2022-12-08T17:36+0400
2022-12-08T20:17+0400
საქართველო
თბილისის მერია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/54/248895453_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_16c10bf571c240df51d045870c798e8d.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.თბილისის მერია უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლას 2017 წლიდან ახორციელებს. კატეგორიების მიხედვით, თავიდან ჯარიმები 8-დან 50 ათას ლარამდე გაიზარდა. თუმცა, კალაძის თქმით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემოღებული იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.მისი თქმით, ამ ადგილზე მრავალი წლის წინ მერიის არქიტექტურის სამსახურმა ოთხსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე გასცა ნებართვა.კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უკანონო მშენებლობები დედაქალაქში, და გატარებული ზომები განმარტა.მისი თქმით, მიღებულ იქნა სამშენებლო ამნისტია, რომელიც გულისხმობს 2020 წლის 18 აგვისტომდე ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ისეთი დარღვევების პატიებას, როგორიცაა ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.„მომავალში დარღვევების თავიდან არიდების მიზნით ახალი კანონმდებლობით დამძიმდა სანქციები. ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაოებისას დარღვევების გამო მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემოვიდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები“, – განაცხადა კალაძემ.კალაძე: „სახელმწიფოს მიწებს ვერავინ დაიტაცებს“>>>საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა. სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.როგორც მაშინ უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24889/54/248895453_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_7b4d4092b54d715727ed23ecf2f9d152.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის მერია უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს
17:36 08.12.2022 (განახლებულია: 20:17 08.12.2022) კალაძის თქმით, თბილისის მერიას ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობებისა და მიწის ნაკვეთების მიტაცების ფაქტებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟი განხორციელდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
თბილისის მერია უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლას 2017 წლიდან ახორციელებს. კატეგორიების მიხედვით, თავიდან ჯარიმები 8-დან 50 ათას ლარამდე გაიზარდა. თუმცა, კალაძის თქმით, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და შემოღებული იქნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.
„ორი სართული უნებართვოდ დააშენეს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის რეაგირებისა და მოლაპარაკების შედეგად მესაკუთრე უნებართვოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს აპირებს“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ამ ადგილზე მრავალი წლის წინ მერიის არქიტექტურის სამსახურმა ოთხსართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე გასცა ნებართვა.
კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უკანონო მშენებლობები დედაქალაქში, და გატარებული ზომები განმარტა.
მისი თქმით, მიღებულ იქნა სამშენებლო ამნისტია, რომელიც გულისხმობს 2020 წლის 18 აგვისტომდე ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ისეთი დარღვევების პატიებას, როგორიცაა ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ.
„მომავალში დარღვევების თავიდან არიდების მიზნით ახალი კანონმდებლობით დამძიმდა სანქციები. ცალკეულ შემთხვევებში სამშენებლო სამუშაოებისას დარღვევების გამო მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შემოვიდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველოში უკანონო მშენებლობების პრობლემა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან არსებობს, როდესაც ეს საკითხი არანაირად არ კონტროლდებოდა.
თბილისში უკანონო მშენებლობების თემა განსაკუთრებით აქტუალური 2020 წელს გახდა. სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი განახორციელა, რასაც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
როგორც მაშინ უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნული ნაგებობების მეპატრონეები მოსალოდნელი დემონტაჟის შესახებ წინასწარ იყვნენ გაფრთხილებული.