Jerusalem Masters: საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გაირკვა

© courtesy of Georgian Judo Federationტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
გამოწერა
ტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ საკვალიფიკაციო ქულების მოსაპოვებლად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. მიმდინარე წლის ძიუდოს სეზონის ბოლო ტურნირი Jerusalem Masters იერუსალიმში 20 დეკემბერს აიღებს სტარტს და ამ ტურნირზე საქართველოს ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით გაემგზავრება, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია (GJF).
წელს Jerusalem Masters-ზე 55 ქვეყნიდან 314 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი 22 დეკემბერს დასრულდება.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა:
-60 კგ: გიორგი სარდალაშვილი, თემურ ნოზაძე
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი
-90 კგ: ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ბექა ღვინიაშვილი
-100 კგ: ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე, გიორგი ბერიაშვილი, ონისე სანებლიძე
+100 კგ: გურამ თუშიშვილი.
ტურნირის მონაწილეები იბრძოლებენ არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ საკვალიფიკაციო ქულების მოსაპოვებლად პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის საგზურისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0