https://sputnik-georgia.com/20221208/evrokavsirsi-moqalaqeebis-aralegalurad-gadayvanistvis-saqartvelos-ori-moqalaqe-daakaves-272843658.html
ევროკავშირში მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
ევროკავშირში მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქმეზე 23 ადამიანი დააკავეს 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T23:00+0400
2022-12-08T23:00+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
საქართველო
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23962/22/239622288_5:0:995:557_1920x0_80_0_0_17582cc03e331a832953b02024a1c19b.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, იუწყება „პირველი არხი“.ტელეკომპანიის ცნობით, ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ორი ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. სასამართლომ 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია აწარმოებს.დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს.ამასთან, „ევროპოლის“ ცნობით, იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის სულ 61 ადამიანია დაკავებული.გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც იყვნენ ძირითადად სირიისა და თურქეთის მოქალაქეები, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაჰყავდათ.ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3.000-დან 15.000-მდე ევროს ითხოვდნენ. საერთო ფულადი ნაკადი 16 მილიონ ევროდ ფასდება.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23962/22/239622288_129:0:872:557_1920x0_80_0_0_c757bd512e8f4b7d2fc21b80726c678a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, საქართველო, ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირში მოქალაქეების არალეგალურად გადაყვანისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
23:00 08.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქმეზე 23 ადამიანი დააკავეს
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავებმა ერთობლივი ოპერაციის შედეგად ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების არალეგალურად გადაყვანის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ოპერაცია „ევროპოლის“ კოორდინაციით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 23 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე, რვა პოლონელი, ცხრა უკრაინელი, ორი ტუნისელი, ერაყელი და ბელარუსი. სასამართლომ 15 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. გამოძიებას ლუბლინის პოლიცია აწარმოებს.
დაკავებულებს შორის არის 51 წლის პოლონელი, რომელსაც გამოძიება ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ქსელის ორგანიზატორად მიიჩნევს.
ამასთან, „ევროპოლის“ ცნობით, იანვრიდან მოყოლებული, ევროკავშირში მიგრანტების არალეგალურად შეყვანის მცდელობისთვის სულ 61 ადამიანია დაკავებული.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივ ჯგუფებს, რომელთა შორისაც იყვნენ ძირითადად სირიისა და თურქეთის მოქალაქეები, ერაყიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მოქალაქეები სხვადასხვა უკანონო დერეფნით გადაჰყავდათ.
ბოროტმოქმედები ერთი მოქალაქის ტრანსპორტირებისთვის 3.000-დან 15.000-მდე ევროს ითხოვდნენ. საერთო ფულადი ნაკადი 16 მილიონ ევროდ ფასდება.