https://sputnik-georgia.com/20221208/evrokavsirma-xorvatia-sengenis-zonasi-miiro-bulgarets-da-ruminets-uari-utxra-272842377.html
ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო, ბულგარეთს და რუმინეთს უარი უთხრა
ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო, ბულგარეთს და რუმინეთს უარი უთხრა
Sputnik საქართველო
შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ათ წალზე მეტი ხნის განმავლობაში. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზეა მიღებული. 08.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-08T21:06+0400
2022-12-08T21:06+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ევროკავშირი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/41/242184128_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_416159dcfc732f01575ce7011ef4ac86.jpg
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებას, ეს 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდება.ამის პარალელურად რუმინეთისა და ბულგარეთის განაცხადები შენგენის ზონაში შესვლაზე უარყოფილია.ევროკომისია იმედგაცრუებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით (რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზეა მიღებული) შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთისთვის უარის გამო, მიუხედავად ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დაჟინებული მოწოდებებისა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის აზრით, ბულგარეთი და რუმინეთი დიდი ხანია იმსახურებენ შენგენის ზონაში შესვლას.ამჟამად შენგენის ზონა მოიცავს 26 ქვეყანას: ევროკავშირის 22 სახელმწიფოს, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24218/41/242184128_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_a270c05399edd7fbfdaf7ad74e6452d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირი , მსოფლიოს ახალი ამბები
ევროკავშირმა ხორვატია შენგენის ზონაში მიიღო, ბულგარეთს და რუმინეთს უარი უთხრა
21:06 08.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ათ წალზე მეტი ხნის განმავლობაში. გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზეა მიღებული.
თბილისი, 8 დეკემბერი – Sputnik. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს შენგენის ზონაში ხორვატიის მიღებას, ეს 2023 წლის 1 იანვრიდან მოხდება.
„შენგენის ზონა პირველად ფართოვდება ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში ჩეხეთის თავმჯდომარეობის წყალობით. მინისტრებმა დაადასტურეს ხორვატიის წევრობა 2023 წლის 1 იანვრიდან!” – დაწერა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს ჩეხეთის წარმომადგენლობამ Twitter-ში.
ამის პარალელურად რუმინეთისა და ბულგარეთის განაცხადები შენგენის ზონაში შესვლაზე უარყოფილია.
ევროკომისია იმედგაცრუებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით (რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრების დონეზეა მიღებული) შენგენის ზონაში ბულგარეთისა და რუმინეთისთვის უარის გამო, მიუხედავად ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის დაჟინებული მოწოდებებისა.
„მე იმედგაცრუებული ვარ ამ გადაწყვეტილებით. მაგრამ ევროკომისიამ უნდა შეინარჩუნოს ოპტიმიზმი, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამ ქვეყნების გაწევრიანებას მივაღწევთ ჩვენი მანდატის დასრულებამდე", – განაცხადა შინაგან საქმეთა ევროკომისარმა იოჰანსონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის აზრით, ბულგარეთი და რუმინეთი დიდი ხანია იმსახურებენ შენგენის ზონაში შესვლას.
ამჟამად შენგენის ზონა მოიცავს 26 ქვეყანას: ევროკავშირის 22 სახელმწიფოს, ასევე ისლანდიას, ნორვეგიას, შვეიცარიას და ლიხტენშტეინს.