https://sputnik-georgia.com/20221207/zporojies-atomuri-eleqtrosadguri-272782570.html
პარამეტრები შესათანხმებელია: რუსეთი მხარს უჭერს ზაეს-ის გარშემო დამცავი ზონის შექმნას
პარამეტრები შესათანხმებელია: რუსეთი მხარს უჭერს ზაეს-ის გარშემო დამცავი ზონის შექმნას
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ძირითად საფრთხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განუწყვეტელი დაცხრილვები უქმნის... 07.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-07T09:33+0400
2022-12-07T09:33+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
გაეროს გენერალური ასამბლეა
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269925893_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c72cb027bcb9a1ed91b93f71bb3b75b9.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ძირითად საფრთხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განუწყვეტელი დაცხრილვები უქმნის, განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა ნატალია კარმაზინსკაიამ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისა და ევროპელების სიცოცხლეს ეთამაშება, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები უგულებელყოფენ.რუსეთის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთი მხარს უჭერს ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნას, რომლის იდეაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენდირექტორ რაფაელ გროსის ეკუთვნის, თუმცა მანამდე „ზონის პარამეტრებზე მოლაპარაკებაა საჭირო, რათა ამან სადგურის დაცვის ხარისხი არ შეამციროს და არ გაზარდოს ტერორისტული შეტევების საფრთხე“.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ვინმესთვის გადაცემას, ვინაიდან მისი „ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი მხოლოდ რუსეთს აქვს“.ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269925893_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ce253e51b9c69065471a528a624c7b9e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გაეროს გენერალური ასამბლეა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, გაეროს გენერალური ასამბლეა, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
პარამეტრები შესათანხმებელია: რუსეთი მხარს უჭერს ზაეს-ის გარშემო დამცავი ზონის შექმნას
09:33 07.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ძირითად საფრთხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან განუწყვეტელი დაცხრილვები უქმნის, განაცხადა რუსეთის წარმომადგენელმა ნატალია კარმაზინსკაიამ გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე.
მისი თქმით, პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებისა და ევროპელების სიცოცხლეს ეთამაშება, რასაც აშშ და მისი მოკავშირეები უგულებელყოფენ.
„ჩვენ გავავრცელეთ შესაბამისი ინფორმაცია გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენასამბლეის ოფიციალური დოკუმენტების სახით. მაგრამ აშშ და მისი მოკავშირეები კვლავაც უგულებელყოფენ მომხდარს და არ ჩქარობენ ზელენსკის რეჟიმის გონს მოყვანას, რომელიც ფაქტორივად ეთამაშება არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის კონტინენტის სიცოცხლეს“, — აღნიშნა კარმაზინსკაიამ.
რუსეთის წარმომადგენლის განმარტებით, რუსეთი მხარს უჭერს ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო დამცავი ზონის შექმნას, რომლის იდეაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენდირექტორ რაფაელ გროსის ეკუთვნის, თუმცა მანამდე „ზონის პარამეტრებზე მოლაპარაკებაა საჭირო, რათა ამან სადგურის დაცვის ხარისხი არ შეამციროს და არ გაზარდოს ტერორისტული შეტევების საფრთხე“.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის ვინმესთვის გადაცემას, ვინაიდან მისი „ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნარი მხოლოდ რუსეთს აქვს“.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.