https://sputnik-georgia.com/20221207/ukrainasi-moxaliseebis-gagzavnis-tema-raribasvilma-tavisi-gancxadeba-ganmarta-272812796.html
უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის თემა - ღარიბაშვილმა თავისი განცხადება განმარტა
უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის თემა - ღარიბაშვილმა თავისი განცხადება განმარტა
Sputnik საქართველო
პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სახლში უვნებლად დაბრუნება უსურვა. 07.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-07T21:44+0400
2022-12-07T21:44+0400
2022-12-07T22:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425738_0:50:1280:771_1920x0_80_0_0_c70514b9ffbb1241c40b46587946d375.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე ამას წინათ გაკეთებული განცხადება და დააზუსტა, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს მოქალაქეების გაგზავნის ორგანიზებაზე საუბრისას ყველა მოხალისეს არ გულისხმობდა.მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ღარიბაშვილი ოპოზიციისა და უკრაინაში წასული მოხალისეების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცა.პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ უთქვამს, თითქოს „ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი თუ ორგანიზებული „ნაცმოძრაობის“ და ომის პარტიის მიერ“.„მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები დღესაც არიან პარტიის მოქმედი წევრები, მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი... მინდა მივმართო მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.პრემიერმა უკრაინაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს სახლში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.მარტიდან დღემდე უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პრემიერმა უკრაინაში ოპოზიციონერების მიერ საქართველოს მოქალაქეების გაგზავნაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.ამაზე პასუხად მამულაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლება ლაჩრობაში დაადანაშაულეს, ხოლო პრემიერს რუსეთის მონა უწოდეს.„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ ის დაასახელა, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425738_143:0:1280:853_1920x0_80_0_0_a360d165e2077d7242790bd53ebb18f6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა საქართველოში
უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის თემა - ღარიბაშვილმა თავისი განცხადება განმარტა
21:44 07.12.2022 (განახლებულია: 22:48 07.12.2022) პრემიერმა საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც უკრაინაში იბრძვის, სახლში უვნებლად დაბრუნება უსურვა.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისეებზე ამას წინათ გაკეთებული განცხადება და დააზუსტა, რომ ოპოზიციის მიერ საქართველოს მოქალაქეების გაგზავნის ორგანიზებაზე საუბრისას ყველა მოხალისეს არ გულისხმობდა.
მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ ღარიბაშვილი ოპოზიციისა და უკრაინაში წასული მოხალისეების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტად იქცა.
„არიან ადამიანები კონკრეტული გვარებით და სახელებით, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და სააკაშვილთან. არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, შეიძლება უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავისი მრწამსით, სულისკვეთებით, თავისი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ“, – განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არ უთქვამს, თითქოს „ყველა ეს ადამიანი არის წაყვანილი თუ ორგანიზებული „ნაცმოძრაობის“ და ომის პარტიის მიერ“.
„მე ვთქვი, რომ ეს ადამიანები დღესაც არიან პარტიის მოქმედი წევრები, მაგალითად, მამულაშვილი, რომელიც არის სააკაშვილის ძალიან დიდი მხარდამჭერი, რომელიც არის „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი... მინდა მივმართო მისნაირებს, პოლიტიკურად ანგაჟირებულებს, ღმერთმა მოგცეს საშუალება, იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებების კეთება ომის ფრონტიდან, არ ვიცი, რა სტილია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა უკრაინაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს სახლში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„მინდა ყველა ჩვენს მოქალაქეს, ვინც უკრაინაშია, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, ვუსურვო ჯანმრთელად და მშვიდობიანად დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.
მარტიდან დღემდე უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პრემიერმა უკრაინაში ოპოზიციონერების მიერ საქართველოს მოქალაქეების გაგზავნაზე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
ამაზე პასუხად მამულაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლება ლაჩრობაში დაადანაშაულეს, ხოლო პრემიერს რუსეთის მონა უწოდეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მათი მომხრეები მკაცრად აკრიტიკებენ ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის გამო, ბრალს სდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის „პრორუსული ძალაა“. ხელისუფლება ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ მან უარი თქვა უკრაინაში მოხალისეების ორგანიზებულ გაგზავნაზე. ამის მიზეზად ხელისუფლებამ ის დაასახელა, რომ ამას შეაფასებდნენ, როგორც ქვეყნის კონფლიქტში ჩართვას.