Touch22: ტექნოლოგიურ სამიტში Google-ისა და Tesla-ს წარმომადგენლები მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
Touch22-ის ერთ-ერთი მთავარი თემაა Tesla AI-ზე დაკვირვება.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში ტექნოლოგიური სამიტი Touch22 იმართება, ნათქვამია დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამიტის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გაიმართება სემინარები, დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, გასართობი საღამოები.
კავკასიის რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ კონფერენციაზე წარმოდგენილი არიან სპიკერები ისეთი წამყვანი კომპანიებიდან, როგორიცაა Google, Revolut, Nike, Tesla, Siemens, Porsche, Bolt, Techcrunch, Media.Monks, Publicis Italy/LePub, Dalton Maag, Smashing Media და ა.შ.
Touch22-ის მთავარი თემები:
Tesla AI-ზე დაკვირვება;
კოლექტიური მონაცემების კრეატიულ დრამად გარდასახვის ხელოვნება;
ფოკუსი დესტრუქციებზე – როგორ შევინარჩუნოთ ფოკუსი ქაოსით სავსე სამყაროში?
ციფრული არქივი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა და კოლექტიური მეხსიერების ძალა.
Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტრო, თბილისის მერია და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ყველა ახალი ამბავი
0