https://sputnik-georgia.com/20221207/tbilissi-mimdinareobs-saqartvelos-cempionati-elvisebur-wadraksi-272804614.html
თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
Sputnik საქართველო
შეჯიბრება 13 ტურისგან შედგება და ის შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს. 07.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-07T18:17+0400
2022-12-07T18:17+0400
2022-12-07T22:02+0400
სპორტი
საქართველო
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/07/272802598_0:84:1921:1164_1920x0_80_0_0_49b18192c58b188b3203a3d351a63441.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, შვიდი ტურის შემდეგ ქალთა შორის ექვსი ქულით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს.მისი ძირითადი კონკურენტი მერი არაბიძე ბაციაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლილე ქორიძე და მაკა ფურცელაძე ხუთ-ხუთი ქულით III-IV ადგილებს ინაწილებენ.ვაჟთა შორის სატურნირო ცხრილს ერთდროულად შვიდი მოჭადრაკე ლიდერობს. შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის გიგა ყუფარაძე, კონსტანტინე შანავა, დავით ჯოჯუა, გაიოზ ნიგალიძე, ლუკა კილაძე, მერაბ გაგუნაშვილი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი იბრძვიან.შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ტარდება და 13 ტურისგან შედგება. გამარჯვებულს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის, საერთაშორისო ოსტატის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნინო გურიელის სახელობის თასი გადაეცემა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/07/272802598_93:0:1800:1280_1920x0_80_0_0_f57900b651ed7068e1c21764acfc253a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში
18:17 07.12.2022 (განახლებულია: 22:02 07.12.2022) შეჯიბრება 13 ტურისგან შედგება და ის შვეიცარიული სისტემით მიმდინარეობს.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, შვიდი ტურის შემდეგ ქალთა შორის ექვსი ქულით ნინო ბაციაშვილი ლიდერობს.
მისი ძირითადი კონკურენტი მერი არაბიძე ბაციაშვილს ნახევარი ქულით ჩამორჩება, ხოლო ლილე ქორიძე და მაკა ფურცელაძე ხუთ-ხუთი ქულით III-IV ადგილებს ინაწილებენ.
ვაჟთა შორის სატურნირო ცხრილს ერთდროულად შვიდი მოჭადრაკე ლიდერობს. შვიდი ტურის შემდეგ ჩემპიონობისთვის გიგა ყუფარაძე, კონსტანტინე შანავა, დავით ჯოჯუა, გაიოზ ნიგალიძე, ლუკა კილაძე, მერაბ გაგუნაშვილი და ნიკოლოზ პეტრიაშვილი იბრძვიან.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით ტარდება და 13 ტურისგან შედგება. გამარჯვებულს გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკის, საერთაშორისო ოსტატის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნინო გურიელის სახელობის თასი გადაეცემა.