https://sputnik-georgia.com/20221207/tbilisshi-saaxalwlo-musikaluri-shexvedrebi-gaimarteba-272804463.html
თბილისში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება
თბილისში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება
Sputnik საქართველო
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" თბილისში 1997 წლიდან იმართება. 07.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-07T18:00+0400
2022-12-07T18:00+0400
2022-12-07T21:59+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24541/88/245418867_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_0e882328282442cf82feb149e95e195e.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" სტარტს დღეს აიღებს და ის 25 დეკემბრამდე გასტანს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.ქართველი პიანისტის მანანა დოიჯაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები ირმა გიგანი, სალომე ჯიქია, დავით ალადაშვილი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი სოსო ჯუღაშვილი.ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ავსტრიელი პიანისტი ლიზა ლეონსკაია, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე, ბარიტონი დალიბორ იენისი და სხვები.„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. ფესტივალის ინიციატორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, იმჟამად თბილისის კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი. ღონისძიება ყოველ წელს დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24541/88/245418867_170:0:2899:2047_1920x0_80_0_0_ada0adb9c36a4e9d5018e6449216858c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" გაიმართება
18:00 07.12.2022 (განახლებულია: 21:59 07.12.2022) „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" თბილისში 1997 წლიდან იმართება.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. თბილისში საიუბილეო, 25-ე საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" სტარტს დღეს აიღებს და ის 25 დეკემბრამდე გასტანს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალს ჯაზ-კვარტეტი Vulcanized გახსნის. კვარტეტის შემადგენლობაში შედიან ხორხე ვისტელი (კუბა), მაიკლ ვისტელი (კუბა), ფრანსუა მუთენი (საფრანგეთი) და ფლორიან არბენცი (შვეიცარია).
ქართველი პიანისტის მანანა დოიჯაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები ირმა გიგანი, სალომე ჯიქია, დავით ალადაშვილი, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი სოსო ჯუღაშვილი.
ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ავსტრიელი პიანისტი ლიზა ლეონსკაია, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე, ბარიტონი დალიბორ იენისი და სხვები.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები" 1997 წელს დაარსდა. ფესტივალის ინიციატორი იყო საქართველოს სახალხო არტისტი, იმჟამად თბილისის კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი. ღონისძიება ყოველ წელს დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.