საქართველოში ვიზიტით სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი იმყოფებოდა

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaსაქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ედუარდ ასრიანს უმასპინძლა - მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და სომხეთს შორის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე.
გიორგი მათიაშვილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის წევრები ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) და სერჟანტთა აკადემიასაც ესტუმრნენ.
ყველა ახალი ამბავი
0