მოსაზრება: რუსეთის ოპერაციაში დასავლეთის ჩარევა აშშ-ის დაშლის აუცილებლობაზე მიუთითებს

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
აშშ-ისა და ნატოს პროქსი-ომი რუსეთთან სულ უფრო მეტად უქადის მსოფლიოს გლობალურ ბირთვულ კონფლიქტს. აშშ-ის ჯარის შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელ მარკ მილის წინაშე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის ანგარიშისა და ახალი მითითებების მიღების მომდევნო დღეს უკრაინულმა უპილოტოებმა სცადეს სტრატეგიულ აეროდრომებზე თავდასხმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში.
ამას წინათ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა დასავლეთს მოუწოდა, უკრაინისთვის რუსეთის აეროდრომებზე დარტყმის ნება მიეცა და არ მორიდებოდა ესკალაციას. შესაძლოა პენტაგონში რისკზე წასვლა და მოსკოვის რეაქციაზე დაკვირვება გადაწყვიტეს. რის მიღწევას ცდილობენ ამერიკელები?
უპილოტო აპარატებით ნატოს გენერლების მიერ მართული უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევას რუსეთის ტერიტორიის სტრატეგიულ ობიექტებზე რუსეთის სამხედრო დოქტრინა იხილავს, როგორც „რუსეთის ფედერაციის იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან სახელმწიფო ან სამხედრო ობიექტებზე მოწინააღმდეგის ზემოქმედებას, რომელთა მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვევს ბირთვული ძალების საპასუხო მოქმედების ჩაშლას“. ესაა პირობა, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას. რასაკვირველია, უკრაინის ფარგლებს გარეთ გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე.
ჰიპოთეტურ ვითარებაში პენტაგონის ადგილზე დიდი კრატერის გაჩენა – არაბირთვული აღჭურვილობით „სარმატის“ გამოყენების შემდეგაც კი – ისახება უკრაინასა და დედამიწის სხვა წერტილებში საბრძოლო მოქმედებების გარანტირებული შეწყვეტის პერსპექტივად. კაცობრიობის დიდი ნაწილი უდავოდ დაუჭერს მხარს აგრესორის იძულებას, შეეგუოს მყარ მრავალპოლარულ სამყაროს.
ჩინეთის სამთავრობო გაზეთმა Global Times-მა 5 დეკემბერს დაწერა, რომ აშშ-ის ჩარევა უკრაინის კონფლიქტში, სწრაფვა, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი, აჩვენებს „ვაშინგტონის სასტიკი ჰეგემონობის ნგრევის“ აუცილებლობას მსოფლიოში თანასწორობის დასამკვიდრებლად. თითქმის სინქრონულად ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტან კეფეიმ ფაქტობრივად დაადანაშაულა აშშ ბირთვული იარაღის გამოყენების ზღურბლის დაწევაში და ბირთვული იარაღის გავრცელებაში „აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის სამმხრივი შეთანხმებების მეშვეობით, რაც დღითი დღე აქცევს მათ ბირთვული კონფლიქტის სულ უფრო დიდ წყაროდ“.

გარდაუვალი საფასური

აშშ-ის ჰეგემონობის მთავარი ინსტრუმენტი პენტაგონისა და ნატოს თავდაცვის არაპროპორციული ამოცანებია. კიევის დემილიტარიზაცია ევროპაში ამერიკული ჰეგემონობის დაშლის თვალსაჩინო პროცესია. აქედან – ვაშინგტონის წინააღმდეგობა, ესკალაციის ახალი საფეხურები.
შორეული ავიაცია რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების სტრუქტურაში შედის. უკრაინის მხრიდან შორეული ავიაციის ობიექტებზე თავდასხმა შეუძლებელია ვაშინგტონის სანქციის გარეშე. აქედან – პენტაგონის პასუხისმგებლობა დაზვერვის ინფორმაციის მიწოდებაზე. თუ ჩინეთი პირობას დებს, რომ არასდროს გამოიყენებს ბირთვულ იარაღს პირველი, რუსეთი უფლებას იტოვებს – გამოიყენოს ის გარეშე აგრესიის ოთხ სიტუაციაში.
გაზეთი The New York Times აღნიშნავს: „თებერვლიდან ომმა უკრაინაში შექმნა აშშ-სა და რუსეთს შორის კონფლიქტის მწვავე რისკი... დროა შედეგებზე ვიფიქროთ“. თუმცა დრომ მეორე მსოფლიო ომი გადააქცია „მორალურ ტრიუმფად და არა ჭკუის სასწავლებელ ისტორიად“. ომის შედეგების გამო შფოთვის არარსებობა ყოველი ამერიკელის განუყოფელ უფლებად იქცა. ამერიკული გამოცემა აღნიშნავს: „ვლადიმირ პუტინი აკონტროლებს ათასობით ერთეულ ბირთვულ იარაღს, რაც საკმარისია ცივილიზაციის მრავალჯერ გასანადგურებლად“.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამორიცხავს კიევის დასაცავად ძალის გამოყენებას, თუმცა იარაღით ინტენსიური მომარაგება და სპეციალისტების მომზადება პენტაგონისა და ნატოს ბაზებზე ამრავლებს მსხვერპლს, აჭიანურებს მშვიდობიან მოგვარებას და პრაქტიკულად აშშ-ის რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტის ეკვივალენტს წარმოადგენს.
გამოცემა Junge Welt წერს, რომ უკრაინა არ იღებს არანაირ მინიშნებას მშვიდობიანი მოლაპარაკების თაობაზე, კონფლიქტი ხომ ჩინოვნიკებს აძლევს უსაზღვრო რაოდენობის იარაღსა და ფულს.
უკრაინაში მოვლენების განვითარება აშშ-ის სასარგებლოდ პრაქტიკულად გამორიცხულია, ვინაიდან ეს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს არ შეესაბამება.
ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი Royal United Services Institute აღნიშნავს: „დონბასში ბრძოლებში რუსეთმა ორ დღეში დახარჯა იმაზე მეტი საბრძოლო მასალა, ვიდრე მთელ ბრიტანეთის არმიას გააჩნია“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0