რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: ნოემბრის მონაცემები

© Pixabay / 947051ხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
საქართველოში ხეტყის უკანონო ჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ნოემბერში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 569 ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დაფიქსირებული შემთხვევებიდან 498 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 71 კი უკანონო სახერხი საამქროებისა და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებს. 33 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი შემთხვევა კახეთში დაფიქსირდა – 178 შემთხვევა. სხვა რეგიონებში კი ვითარება ასეთია:
აჭარა – 94
იმერეთი – 59
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 52
შიდა ქართლი – 41
სამცხე-ჯავახეთი – 36
მცხეთა-მთიანეთი – 13
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11
ქვემო ქართლი – 11
გურია – 6.
მთლიანობაში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1.119 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0