ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ინიციატივებს მხარს უჭერს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმთავრობის ადმინისტრაციის შენობა
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
საქართველომ წლის დასაწყისიდან მიიღო 4,8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 44,1%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია არის საქართველოს პარტნიორი ტურიზმის განვითარებაში, განაცხადა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
ტურიზმისა და ტურისტული მიმართულებების განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით მთავრობა 2023 წელს საქართველოს საკურორტო ობიექტების პრივატიზების ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავს.

„ძალიან ვამაყობ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი სამშობლო უმაღლეს დონეზე უწყობს ხელს ტურიზმის სექტორის განვითარებას. გაერთიანებული ერების ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია თქვენი პარტნიორია ამ წამოწყებაში! გქონდეთ ჩვენი იმედი ტურიზმის ხელშეწყობასა და ამ კუთხით საქართველოს განვითარების საქმეში", – დაწერა ზურაბ პოლოლიკაშვილმა სოციალურ ქსელში.

საქართველომ წლის დასაწყისიდან მიიღო 4,8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 185,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 44,1%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,3 მილიონი, რაც 133,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–ნოემბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 70,2%-ით.
ყველა ახალი ამბავი
0