მკვლელობა სოფელ კარდენახში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და 11 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმდინარე წლის 9 მარტს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ბრალდებულს და მის თანმხლებ პირებს თანასოფლელთან, 35 წლის მამაკაცთან კონფლიქტი მოუვიდათ, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ბრალდებულმა თანასოფლელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
დაშავებული მამაკაცი გურჯაანის კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა.
ყველა ახალი ამბავი
0