მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

IATA-ს გენდირექტორი დასავლეთს რუსეთის თავზე ფრენების განახლებისთვის მომზადებას სთავაზობს

© photo: Sputnik / S.Soloviov
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები უნდა მოემზადონ რუსეთის საჰაერო სივრცის გასახსნელად, რათა ავიაკომპანიებზე ზეწოლა შესუსტდეს, განაცხადა ჟენევის კონფერენციაზე საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალურმა დირექტორმა ვილი უოლშმა.
რუსეთის საჰაერო სივრცე, რომელიც 11 სასაათე სარტყელს მოიცავს, დასავლეთის მთავრობებმა რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ დახურეს. თუმცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ჩინეთის ავიახაზები კვლავაც განაგრძობდნენ ფრენებს რუსეთის თავზე მანამ, სანამ პეკინმა სამგზავრო რეისები არ შეზღუდა კორონავირუსთან ბრძოლის პოლიტიკის ფარგლებში.
უოლშის შეფასებით, ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსულ შეზღუდვებს 2023 წელს გააუქმებს, რის შედეგადაც მისი ავიაგადამზიდავები კომერციულ უპირატესობას მიიღებენ British Airways-ის მსგავსი ავიაკომპანიებთან შედარებით. ამის მიზეზი იქნება ის ფაქტი, რომ დასავლური ავიაგადამზიდავების რეისები რუსეთის საჰაეროს სივრცისთვის გვერდის ავლის გამო რამდენიმე საათით გახანგრძლივდა.

„იდეოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ უნდა ვისწრაფვოდეთ იმისკენ, რომ კვლავ გავხსნათ რუსეთის საჰაერო სივრცე, რათა ის ყველა ავიაკომპანიისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ტრადიციული ციმბირული რეისების გავლით ტრანზიტისთვის, რათა ევროპამ აზიაზე წვდომა უფრო ეფექტური გზით შეძლოს“, — განაცხადა უოლშმა.

თუმცა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა იქვე განმარტა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დამთავრებამდე არ უნდა გაიხსნას.
აღსანიშნავია, რომ კონტინენტის ავიაკომპანიები ბოლო კვირებში აქტიურად ლობირებენ რუსეთის თავზე ფრენების აკრძალვის გადახედვის საკითხს.
რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ ევროკაშირმა, დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა საჰაერო სივრცე დაუხურეს რუსეთის თვითმფრინავებს. ამაზე პასუხად რუსეთმა თავის საჰაერო სივრცეში ფრენები 36 ქვეყანას აუკრძალა. ჩინეთის, ინდოეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების რიგი ავიაკომპანიები, რომლებსაც დასავლური სანქციები არ შეხებიათ, კვლავაც განაგრძობენ ფრენებს რუსეთის თავზე.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მონაცემებით, 2019 წელს რუსეთმა 1,7 მლრდ დოლარი მიიღო ფრენების მოსაკრებლის სახით, რაც ყველაზე დიდი თანხაა მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0