https://sputnik-georgia.com/20221207/g20-rusetis-garicxvis-mcdeloba-272789223.html
დუმაში G20-დან რუსეთის გარიცხვის მცდელობაზე კომენტარი გააკეთეს
დუმაში G20-დან რუსეთის გარიცხვის მცდელობაზე კომენტარი გააკეთეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წინადადებას, გაირიცხოს რუსეთი G20-დან, ყველა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს, ვინაიდან დიალოგი აუცილებელია, განაცხადა რუსეთის... 07.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-07T13:08+0400
2022-12-07T13:08+0400
2023-07-20T15:48+0400
რუსეთი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
დიდი ოცეული - g20
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23276/09/232760918_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_26d01507c332c7cbbbb91b67df5ffbfa.jpg
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წინადადებას, გაირიცხოს რუსეთი G20-დან, ყველა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს, ვინაიდან დიალოგი აუცილებელია, განაცხადა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელმა ალექსეი ჩეპამ.ამასთან, მისი თქმით, G20 არაფორმალური სამიტია, საიდანაც რუსეთის გარიცხვა შეუძლებელია. ჩეპას აზრით, შეერთებულ შტატებს მხოლოდ ზეწოლის მოხდენა შეუძლია ორგანიზატორებზე, რათა მათ რუსეთი შეხვედრაზე არ მიიწვიონ.მანამდე აშშ-ის მთავრობამ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები გეგმავს, მაქსიმალურად შეუშალოს ხელი რუსეთის თანამშრომლობას G20-თან, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტთან, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსთან, სადაზღვევო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაციასთან, ფასიანი ქაღალდების კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის სენატმა 6 დეკემბერს შეათანხმა, 847,3 მილიარდ დოლარს მოიცავს. აქედან 800 მილიონი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვისაა განკუთვნილი.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23276/09/232760918_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_c656e2dd04edb709f12384508915d363.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი ოცეული - g20, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, დიდი ოცეული - g20, აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წინადადებას, გაირიცხოს რუსეთი G20-დან, ყველა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს, ვინაიდან დიალოგი აუცილებელია, განაცხადა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელმა ალექსეი ჩეპამ.
„რუსეთის გარიცხვას ყველა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს, რადგან ესმით, რომ ეს ისედაც დაძაბულ საერთაშორისო ვითარებას კიდევ მეტად გაამწვავებს. თანაც ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს ესმის, რომ დიალოგი და საუბარი აუცილებელია“, — აღნიშნა ჩეპამ.
ამასთან, მისი თქმით, G20 არაფორმალური სამიტია, საიდანაც რუსეთის გარიცხვა შეუძლებელია. ჩეპას აზრით, შეერთებულ შტატებს მხოლოდ ზეწოლის მოხდენა შეუძლია ორგანიზატორებზე, რათა მათ რუსეთი შეხვედრაზე არ მიიწვიონ.
მანამდე აშშ-ის მთავრობამ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები გეგმავს, მაქსიმალურად შეუშალოს ხელი რუსეთის თანამშრომლობას G20-თან, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტთან, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსთან, სადაზღვევო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაციასთან, ფასიანი ქაღალდების კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის სენატმა 6 დეკემბერს შეათანხმა, 847,3 მილიარდ დოლარს მოიცავს. აქედან 800 მილიონი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვისაა განკუთვნილი.