მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ენტონი ბლინკენმა რუსეთის აეროდრომებზე თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა

© Ministry of Foreign Affairs of Russia
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. შეერთებულ შტატებს არ წაუხალისებია და არ დახმარებია უკრაინელებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე თავდასხმების ორგანიზებაში, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პრესკონფერენციაზე.
აღნიშნული განცხადება ბლინკენმა რუსეთის აეროდრომებზე დრონებით თავდასხმების შემდეგ გააკეთა, რაც, როგორც ზოგი მედიასაშუალება ამტკიცებს, უკრაინის მოწყობილი იყო.

„ჩვენ არ წაგვიხალისებია და არ შეგვიქმნია უკრაინელებისთვის რუსეთის შიგნით შეტევების შესაძლებლობა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინელები ყოველდღე ცხოვრობენ მუდმივი რუსული აგრესიის პირობებში“, — აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, რუსეთი ზამთარს იარაღად იყენებს იმ შეტევებით, რომლებსაც უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ახორციელებს.
ამასთან სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ და მისი პარტნორები „ყველაფერს გააკეთებენ, რათა უკრაინელებს „თავდაცვისთვის, საკუთარი ტერიტორიებისა და თავისუფლების დაცვისთვის აუცლებელი იარაღი ჰქონდეთ“.
მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ნედ პრაისმა იგივე ფორმულირება გამოიყენა, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ შეტევებზე აკეთებდა კომენტარს. მისი თქმით, დეპარტამენტს არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, აიღო თუ არა ვინმემ პასუხისმგებლობა ამ აქციებზე.
გავრცელებული ინფორმაციით, 5 დეკემბერს რიაზანისა და სარატოვის ოლქებში რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. მოსკოვი მომხდარში კიევს ადანაშაულებს.
ყველა ახალი ამბავი
0