მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნავთობის მსოფლიო ფასი დაეცა: ბირჟა ICE-ს უახლესი მონაცემები

  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ბირჟა ICE-ზე ვაჭრობის შედეგების მიხედვით, ნავთობზე მსოფლიო ფასები ბარელზე 80 დოლარზე დაბლა დაეცა, რაც პირველად მოხდა მიმდინარე წლის 6 იანვრის შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა სამშაბათის საღამოს კლება დაიწყო 3%-ზე მეტით.
ამ დილის მდგომარეობით, ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის თებერვლის ფიუჩერსების ფასმა 79,48 დოლარი შეადგინა, რაც 3,87%-ით კლებას ნიშნავს.
რაც შეეხება მარტისა და აპრილის ფიუჩერსებს, მათი ფასი ასევე დაწეულია 3,5% და 3,26%-ით და, შესაბამისად, 79,76-სა და 79,93 აშშ დოლარს შეადგენს ერთ ბარელზე.
Brent (Brent Crude Oil) — არის ნავთობის მარკა, რომელიც ჩრდილოეთის ზღვაში მოიპოვება და საერთაშორისო ნავთობის ბირჟებზე ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო მარკაა. Brent-ის ფასი 1971 წლიდან არის ფასწარმოქმნის საფუძველი მთელი მსოფლიოს ნავთობის მარკების დაახლოებით 40%-სთვის, მათ შორის რუსული Urals-სთვის. სწორედ ამიტომ უწოდებენ Brent-ს ეტალონურ მარკას.
წყარო: ICE
ყველა ახალი ამბავი
0