მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აშშ რუსეთის G20-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობას ხელს შეუშლის

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2022
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ვაშინგტონი აპირებს, არა მარტო გაახანგრძლივოს რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვა, არამედ ასევე ხელი შეუშალოს რუსეთის საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, ნათქვამია აშშ-ის თავდაცვითი ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
როგორც დოკუმენტის ერთ-ერთ ქვეთავში, სახელწოდებით „რუსეთის სახელმწიფო თანამდებობის პირების იზოლაციის შესახებ“ წერია, ეს აშშ-ის გაცხადებული პოლიტიკაა მოსკოვის მიმართ.

„შეერთებული შტატების პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად გამოირიცხოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მოხელეთა მონაწილეობა შემდეგი ორგანიზაციების სხდომებსა და ღონისძიებებში: G20, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტი, ფინანსური სტაბილურობის საბჭო, სადაზღვევო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაცია, ფასიანი ქაღალდების კომისიის საერთაშორისო ორგანიზაცია“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ქვეყნის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის სენატმა 6 დეკემბერს შეათანხმა, 847,3 მილიარდ დოლარს მოიცავს. აქედან 800 მილიონი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვისაა განკუთვნილი. მანამდე დოკუმენტი წარმომადგენელთა პალატამ შეათანხმა.
წარსულში რუსეთის G20-დან გარიცხვის წინადადება უკრაინის ხელისუფლებამ წამოაყენა. პეკინი ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას. ჩინეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენლის ვენ ვენბინის თქმით, ორგანიზაციის არცერთ წევრს არ შეუძლია ჩამოართვას წევრობის უფლება მეორეს.
ყველა ახალი ამბავი
0