მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთის წყლებში „საცობია“: გაჩერებულია ოცამდე ტანკერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის წყლებში რუსული ნავთობით დატვირთული ოცამდე ტანკერი დგას ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლაზე ნებართვის მოლოდინში, იუწყება გაზეთი Financial Times ნავთობინდუსტრიაში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.
მას შემდეგ, რაც 5 დეკემბერს აშშ-ის, ევროკავშირისა და G7-ის მიერ საზღვაო გზით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე დაწესებული ზღვრული ფასი ძალაში შევიდა, ამასთან ერთად ამოქმედდა აკრძალვა, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირების მომსახურებასა და დაზღვევას კრძალავს, თუ მისი ერთი ბარელი 60 დოლარზე მეტი ღირს.
ამის კვალდაკვალ თურქეთმა გადამზიდველებს მოსთხოვა დამატებით დაადასტურონ, რომ მათი ტვირთები დაზღვეულია. შედეგად, სულ მცირე 19 ტანკერი ჯერ კიდევ შავ ზღვაშია გაჩერებული საბუთების მოლოდინში. გაზეთის ცნობით, პირველი მათგანი ნებართვას 29 ნოემბრიდან ელოდება.
როგორც FT წერს, ანკარის ეს ქმედებები პრობლემებს მხოლოდ რუსული ნავთობის ექსპორტს არ უქმნის. გავრცელებული ინფორმაციით, გაჩერებულ ტანკერებში ნავთობის მეტი ნაწილი ყაზახური ექსპორტია.
ყველა ახალი ამბავი
0