საქართველოში ტურისტების რიცხვი რუსეთიდან ხუთჯერ გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
საქართველოში უმეტესად სახმელეთო საზღვრების გავლით შემოდიან – უცხოელების საერთო რაოდენობის 65,2%.
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები – მხოლოდ ნოემბერში ქვეყანას ეწვია 108,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 362,1%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 32%-ით მეტი, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობაში.
საქართველომ წლის დასაწყისიდან მიიღო 4,8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 185,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 44,1%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,3 მილიონი, რაც 133,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–ნოემბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 70,2%-ით.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების მხრივ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ ნოემბერში ქვეყანას ეწვია 108,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 362,1%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 32%-ით მეტი.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით. 2022 წლის იანვარი-ნოემბერი

ქვეყანა

ვიზიტების რაოდენობა, ათასი

ზრდა, %

რუსეთი

997,7

412,9

თურქეთი

726,4

147,2

სომხეთი

666,4

346,3

ისრაელი

194,6

194,6

უკრაინა

156,5

13,5

ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–ნოემბერში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 271,2 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით ორჯერ მეტია.
2023 წელს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ასობით მილიონი ლარი დაიხარჯება>>
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 65,2% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა (ლიდერობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი"). მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 33,8% (ლიდერობს თბილისის აეროპორტი).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0