ეს სულ არაა რთული: როგორ დავემშვიდობოთ სითხის შეკავებას, დასიებასა და ზედმეტ წონას

CC BY 2.0 / Tony Alter / Full-Figured Manჭარბწონიანი ადამიანი
ჭარბწონიანი ადამიანი  - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
გამოწერა
შესაძლოა მრავალ დიეტასა და მეთოდს იყენებთ, რომ ზედმეტი წონისგან გათავისუფლდეთ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, რადგან ამის მიზეზი ორგანიზმში სითხის შეკავებაა.
გთავაზობთ სასმელის რეცეპტს, რომელიც ძალზე ეფექტურია, თუ ორგანიზმში სითხის შეკავება, დასიება ხდება, ასევე გაწუხებთ ზედმეტი წონა. გარდა ამისა, ის გააუმჯობესებს კანის მდგომარეობასა და მხედველობას.
ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნასა და დეტოქსიკაციის პროცესის გააქტიურებაში.
თუ ამ ბუნებრივ ნაყენს რეგულარულად მიიღებთ, მისი ინგრედიენტები კი წლის ყველა დროსაა ხელმისაწვდომი, გაუმჯობესდება თქვენი კანისა და თმის მდგომარეობა.
სტაფილო და მისი სასარგებლო თვისებები>>
ის შეიცავს თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს და სასიკეთოდ მოქმედებს მთლიანად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ინგრედიენტები:
1.
ოხრახუში — დაახლოებით 10-12 ღერი
2.
საშუალო ზომის სტაფილო — 1 ცალი
3.
ფორთოხალი — 1 ცალი
4.
სელის თესლი — 1 სუფრის კოვზი
5.
ცოტა გაფილტრული წყალი (დაახლოებით 100-150 მილიგრამი)
მომზადება:
მოამზადეთ ფორთოხლისა და ლიმონის წვენი. მოათავსეთ ბლენდერში.
დაჭერით სტაფილო და დაუმატეთ ბლენდერში მოთავსებულ წვენს. დაუმატეთ დაჭრილი ოხრახუში, სელის თესლი და წყალი.
აურიეთ ეს ყველაფერი ბლენდერში, სურვილისამებრ, გაფილტრეთ და მაშინვე დალიეთ.
სასურველია ნაყენს არ დაუმატოთ არანაირი დამატკბობელი, რადგან ეს მის ეფექტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
სულისა და სხეულის ჰარმონია- ქალი ზღვის პირას - Sputnik საქართველო, 1920, 25.01.2021
„დამნაშავე“ ჰორმონები – რატომ ვერ ვიკლებთ წონაში?
მიიღეთ 1 ჭიქა ეს წვენი დღეში ერთხელ და შედეგსაც მალე იგრძნობთ.
თუ შედეგის ეფექტურობის გაზრდა გსურთ, იკვებეთ სწორად და ფიზიკურ აქტიურობას მისდიეთ.
P.S. სასმელის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან.
ყველა ახალი ამბავი
0